დუბლი ზედიზედ მეორე მატჩში - მიქაუტაძემ "მეცს" ნანატრი გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის 29-ე ტურში „მეცმა“ საკუთარ მოედანზე მეექვსე ადგილზე მყოფი „ლანსი“ 2:1 დაამარცხა.

სტუმრები პენალტით დაწინაურდნენ. 34-ე წუთზე მიქაუტაძემ ორი მცველი ჩამოიცილა და ცაციათი მეკარე ბრის სამბას ცხრიანში გაუტანა. კომპენსირებულ დროში კი გიორგი მეკარესთან პირისპირ გავიდა, ბურთი თავზე გადაუგდო და დუბლი შეასრულა.

მეორე ტაიმში ანგარიში არ შეიცვალა, „მეცმა“ ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია (3 წაგება და 1 ფრე) შეწყვიტა და გაიმარჯვა.

გიორგიმ ზედიზედ მეორე მატჩში შეასრულა დუბლი, ხოლო მიმდინარე სეზონში ჩემპიონატის 15 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ქართველის
თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Sofascore 8.5, Whoscored 8.4, Flashscore 8.0.

„მეცი“ 26 ქულით მე-17 ადგილზეა და 21 აპრილს გასვლაზე „ჰავრს“ დაუპირისპირდება.

მეცი. „სენ სიმფორიენი“
მეცი - ლანსი 2:1
გოლები: 0:1 სოტოკა (13, პენ), 1:1 მიქაუტაძე (34), 2:1 მიქაუტაძე (45+3)

მკითხველის კომენტარები / 19 /
ჟორჟ ალალია შენზე გრანდი, იქაც გნახავდა კაცი საქმეში და ვიცი თავსაც არ შეირცხვენდი. მინდა რომ აიაქსს გადაეყარო სადმე და ჰეთთრიკი შეუსრულო საკუთარ მოედანზე. მეცით გაჭირდება, ასე რომ შრომა შრომა და შრომა.
რაბუ
03:10 13-04-2024
0
ძალიან მაგარი იქნება გავარდნას რომ გადაარჩინოს, რაც ძალიან რეალურია.
დემე
04:51 13-04-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული