სამი ცვლილებით "ფროზინონესთან" - როგორი იქნება "ნაპოლის" შემადგენლობა?

AutoSharing Option
დღეს, სერია A-ს 32-ე ტურში "ნაპოლი" "ფროზინონეს" უმასპინძლებს. ყველა ნეაპოლური გამოცემა იტყობინება, რომ მასპინძელთა გუნდის მწვრთნელ ფრანჩესკო კალცონას "მონცასთან" მოგებული მატჩისგან განსხვავებული ძირითადი შემადგენლობის დაყენება მოუწევს.

ჟუან ჟეზუსი და ოლივეირა ტრავმირებულები არიან, ხოლო დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს ნგონჟი. მათ ოსტიგარდი, მარიო რუი და პოლიტანო შეცვლიან.

ნაპოლი (სასტარტო): მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ოსტიგარდი, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, ზილენსკი, პოლიტანო, კვარაცხელია, ოსიმენი.

სტუმართა რიგებში დიდი ალბათობით ისევ სათადარიგო იქნება გიორგი კვერნაძე.

პირველ ტურში "ნაპოლიმ" "ფროზინონეს" გასვლაზე 3:1 მოუგო (კვარაცხელიამ ეს შეხვედრა ტრავმის
გამო გამოტოვა), შემდეგ კი თასზე საკუთარ მოედანზე სენსაციური მარცხი, 0:4 განიცადა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
კომენტარის დამდებებს. სტატია აგერიათ თუ მე ვერ ვხვდები რამეს?
დავით 67
18:24 14-04-2024
0
დოდო და ნადია დაძმობილდენ. გაუდგნენ შორენას გზასა....)))
ნაცარქექია
12:27 14-04-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული