კვარაცხელია დღეს ქართველების შედეგიანობის გაგრძელებას ეცდება - ითამაშებს კვერნაძე?

AutoSharing Option
ქართველი ლეგიონერები მიმდინარე უქმეებზე საკმაოდ შედეგიანად ასპარეზობენ და ამის გაგრძელებას ველით. იტალიის ჩემპიონატის 32-ე ტურში ჩვენებურების დაპირისპირებაა, მაგრამ რთული სათქმელია, რამდენად შედგება - ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" გიორგი კვერნაძის "ფროზინონეს" უმასპინძლებს. "სტადიო მარადონაზე" გუნდები დღეს, 14 აპრილს, ჩვენი დროით 14:30 საათზე ითამაშებენ.

მოქმედი ჩემპიონები ევროზონის ექვსეულთან ტრიალებენ, მათი მოწინააღმდეგე კი გავარდნის საფრთხის წინაშეა. "ნაპოლი" "ფროზინონეს" სერია "ბ"-შიც შეხვედრია, "ც"-შიც და იტალიის თასზეც. რაც შეეხება სერია "ა"-ს ეგიდით ჩატარებულ მატჩებს, კვარაცხელიას გუნდის მხარეს სრული უპირატესობაა - ხუთიდან ხუთი მოგება. სამხრეთელებს უფრო კარგი
შედეგი მხოლოდ "კროტონესთან" აქვთ (ექვსიდან ექვსი).

კალცონას გუნდმა გასულ ტურში "მონცა" დაამარცხა; ჩემპიონატში ზედიზედ ორჯერ მოგება სულ სამჯერ მოახერხა (ერთხელ დღევანდელი მწვრთნელის პირობებში). სავარაუდოა, რომ ეს ფაქტი ახლაც უნდა დაფიქსირდეს.

კვარაცხელია და სიმეონე ემზადებიან

Sportall.Ge

"ფროზინონემ" გასულ ტურში კარი "მშრალად" შეინახა და ეს ამ გუნდისთვის დიდებული მიღწევა იყო, რადგან მხოლოდ 2024 წელს 30 გოლი აქვს გაშვებული (დამატებული თასზე "იუვენტუსთან" ოთხი). რაც შეეხებათ სკუდეტოს მოქმედ გამარჯვებულებს, მათ საკუთარ კარში გოლი მხოლოდ 6 შეხვედრაში არ მიიღეს.

ამ გუნდებს შორის ბოლო დაპირისპირება "კოპა იტალიაზე" შედგა. გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე "ნაპოლი" დიდი ანგარიშით (0:4) დამარცხდა. გიორგი კვერნაძემ პირველ ტაიმში ითამაშა და მთელი ფლანგი ეკავა. სამწუხაროდ, 2024 წელს მას "ფროზინონეს" შემადგენლობაში დრო საერთოდ არ ეძლევა, 26 მარტს კი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში გიბრალტარს თერთმეტმეტრიანით გაუტანა. რაც შეეხება პირველი წრის დაპირისპირებას (პირველივე ტურში), ხვიჩა კვარაცხელიამ ის ტრავმის გამო გამოტოვა, თასზე ხსენებულ მატჩში კი ბოლოს ითამაშა. ასე რომ, "კვარა" მეტოქეს სათანადოდ "არ იცნობს". შეგახსენებთ, ქართველის ანგარიშზე 10 გოლი და 5 საგოლე პასია, სანაკრებო პაუზიდან და შემდეგ ტრავმიდან გამომდინარე, 77-ე ნომერს იტალიის ჩემპიონატში უკვე თვეზე მეტია, არ გაუტანია.

ასევე ექვსეულისა და ევროტურნირებისთვის მებრძოლი, გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია", "ოსასუნას" ორშაბათს, 15 აპრილს, ჩვენი დროით 23:00 საათზე ესტუმრება და "მამარდა" ესპანეთის ჩემპიონატში კიდევ ერთი გოლგაუშვებელი მატჩის ჩატარებას ეცდება.

alt"ნაპოლიმ" ოსიმენის შემცვლელი შეარჩია - "იუვე" ტრანსფერის წინააღმდეგია

მკითხველის კომენტარები / 3 /
მოთელვის ვიდეო. მალე დაიწყება.
https://www.youtube.com/live/2A_quWlzlUE?si=e_ZNzkDktfJF4ZEk
რეალობა
12:59 14-04-2024
2
ეს მაგარი გაიბრიქა!რაც თამაშის შემდეგ ამან გულშემატკივრებზე თქვა მსუბუქად რომ ვთქვათ უტიფრობა იყო.
asea
20:37 12-04-2024
38

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული