მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ მცირე ტრავმის გამო ვერ ითამაშა.
„უოტფორდი“ 53 ქულით მე-15 ადგილზეა და 27 აპრილს „სანდერლენდს“ უმასპინძლებს. ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი, გიორგის გუნდი კი უმოტივაციოდაა, რადგან პრემიერლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფის ზონაში ვერ მოხვდება და გავარდნის საფრთხეც არ ემუქრება.
უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - ჰალი 0:0
გამოუყენებელი პენალტი: ტუფანი (11, ჰალი)