"ამსტერდამში კინაღამ ჭკუიდან გადავედი" - მიქაუტაძემ "აიაქსში" გატარებული საშინელი პერიოდი გაიხსენა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ, რომელიც „აიაქსიდან“ იჯარის წესით „მეცში“ დაბრუნდა, „ეკიპთან“ ამსტერდამულ გუნდში გატარებული პერიოდი გაიხსენა:

„ორ თვეზე მეტი სასტუმროში გავატარე, ოთახში მარტო ვიყავი, კინაღამ ჭკუიდან გადავედი. კლუბი ბინის მოძებნაში არ დამეხმარა. შემდეგ Airbnb-ზე საცხოვრებელი ფართი ვიქირავე, სადაც ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ჩემს ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი.

იქ არავის არ ვიცნობდი, მათ ენაზე ვერ ვლაპარაკობდი, წარმატების მისაღწევად პირობები არ მქონდა. ყველა ფეხბურთელი თავს კარგად ყოფნისთვის პატივისცემას უნდა გრძნობდეს. ეს მოთამაშისთვის აუცილებელია. იმედგაცრუებული ვიყავი. რაც „მეცში“ იჯარით წამოვედი, ჩემი ამბავი საერთოდ არ
უკითხავთ. „აიაქსში“ ყველამ დამივიწყა“.

მიქაუტაძემ „მეცში“ დაბრუნების შემდეგ 7 გოლი გაიტანა და ფრანგული მედია მისი თამაშით აღფრთოვანებულია.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ვირმა რა იცის ხურმა რა ხილია!, "აიასს" იწუნებენ გრუზინᲩიკები.
Sio
21 აპრილი 2024 11:15
43
რა მაგარი ბიჭი ხარ შენ გრუზინჩიკ, ნიკზე გეტყობა ალბათ შენ ნალჩიკის სპარტაკსაც არ დაიწუნებ, მოსკოვი უნდა დაგრჩეს უკან შენ.
Ruschik
22 აპრილი 2024 15:27
0
არც ის არის კაცი,ვისაც ხურმა,ხილი ჰგონია!რაკი აიაქსი ჰქვია,ნაკლი არა აქვს?როგორც მიქაუტაძესთან მოიქცნენ,მართლები არიან?თუ არ გინდა,ნუ აიყვან და თუ აიყვანე,მაშინ მოექეცი,როგორც ორგანიზაციის სხვა წევრს ექცევი.ღირსეულად.ყველასთან ასე უსულგულოდ ექცევიან?არა მგონია,მაგრამ თუ ყველას ასე ექცევიან,მაშინ ნაპოლიზე ათასჯერ უარესი ყოფილა.
სოსო
21 აპრილი 2024 16:56
0
ისე ლიტმანენიც ვინ ჩემი სალპინგიდისი იყო?
ქინქლაძე დღესაც სითის ლეგენდაა და ლიტმანენიც,კი თამაშობდა და თამაშობდა,მაგრამ არ იყო ქინქლაძეზე ძლიერი
Levani
21 აპრილი 2024 04:26
1
რა აიაქსი.მოს.ყნიათ პატრონი.ბიჭი უპატრონოდ მიუგდიათ.ცოცხალი თავით არ უნდა წავიდეს მანდ.იგივე გამეორდება.ჰოლანდიელებისთანა ნაცისტები,მეორე არ მოიძებნება.
ჯანაშია ვაგნერი.
21 აპრილი 2024 00:28
5
აზრზე ხართ რა გადარჩენილები ვართ?
კიდევ კარგი ფეხი არ მოტეხეს, ბევრს ეცადნენ, მარა ძვალი ქონია ძლიერი, ქართული ჯიშია და იმიტომ...
კ ო მ ბ ლ ე
20 აპრილი 2024 23:11
27
ცხვარში არ წახვედი?
მე არ ვარ ბოროტი
21 აპრილი 2024 01:40
3
მეცში გიოს დაბრუნების დღეებში აიაქსის ოფიციალურ ფბ გვერდზე ინფო დადეს არენდის შესახებ და კომენტარებში აზრთა სხვადასხვაობა იყო. აიაქსის ფანობა ყოფილ სპორტულ დირექტორს ლანძღავდა და მასთან ერთად მისვე მოყვანილ ფეხბურთელებსაც. გვერდის ჰოლანდიელ “ტოპ ფანთან” საგნობრივი კამათი მომივიდა. ტიპი ამტკიცებდა რომ გიო აიაქსის დონე არ არის და გოლის გატანაზე ლაპარაკი ზედმეტია, ბურთის გაჩერება არ უცისო. მისი და სხვების აზრით გიო მეორე დივუზიონში იყო ძკიერი და ეს იყო მისი მაქსიმუმი. ჩემი არგუმენტი რომ ლიგა 1-ის პირველ 3 ტურში 2+1 სტატისტიკა ქონდა გადასვლამდე ამბიბდნენ რომ გაუვარდაო. ბოლოს იმაზე შევთანხმდით რომ თუ ჟორჟი ლიგა 1-ის დარჩენილ თამაშებში 10 და მეტ გოლს გაიტანდა ისინი საჯაროდ აღიარებდნენ რომ შეცდნენ და კლუბის ხელმძღანელობას მის დაბრუნებას მოთხოვდნენ. ის ესმით რომ ლიგა 1-ში გატანილი 10+ გოლი ნახევარ სეზონში ტოპ დონის რეზულტატია ხოდა მას მერე გიომ 7 შეაგდო და დიდი იმედი მაქვს რომ კიდე არაერთხელ გაგვახარებს. თუ ატყობთ ჰოლანდიაში აქაიქ უკვე წავიდა კაპარაკი რომ თურმე ძაან ძლიერი ყოფილაო. ვისაც არ გჯერათ გარწმუნებთ რომ ამ ბიჭს საოცარი შესაძკებლობები აქვს და ამ ახვრებს სახვეწარი გაუხდებათ! ამ სეზონშიც კი როდესაც ზოგაგად გუნდი ვერ ქმნის საგოლე მომენტებს თუ 10+ გოლი შეაგდო ნახევარ სეზონში ეს ბოდიშით და მბაპე თუ არა ჯონათან დავიდის, ლაკაზეტის და ობამეანგის დონეა უკვე! და თუ გაისად საშუალოზე ძლიერ გუნდში მოხვდა (მაგალითად ლილში ნაპოლიში წასული დავიდის ნაცვლად) დაახევს ბურთს თავზე ყველას და 25+ გოლს გაიტანს. ხოლო ლიგა 1-ში გატანილი 25+ ჰოლანდიაში გატანილ 40+ უდრის! მითუმეტეს აიაქსში რომ ხარ რომელიც საშუალოდ თამაშში 3.5 მეტი გოლი გააქვს! მოკლედ რაც მოხდა მოხდა, ახლა გიო დამშვიდდა და გოლების გატანაში ხელს ვერაფერი ვეღარ შეუშლის….
Zaza
20 აპრილი 2024 22:57
0
ძალიან არაკაცურად მოექცნენ. საქმე იმაშიც კი არაა რომ არ ათამაშებდნენ - ხდება ხოლმე რომ თავისთავად ძალიან კარგ მოთამაშეს მწვრთნელი თავის ტაქტიკურ სქემას ვერ არგებს. (ეს მწვრთნელის სისუსტეა როგორც წესი) მაგრამ ამათ თავის გამოჩენის საშუალება გამიზნულად არ მისცეს და კიდევ რაღაცეებს აქეთ აბრალებდნენ და ჯოხის გადატეხვას მასზე ცდილობდნენ. მოკლედ თავის შინაურ პრობლემებს გადააყოლეს. აიაქსს ასეთი უღირსი და დაბალი კვალიფიკაციის ხელმძღვანელობა ალბათ არასდროს ყოლია. კიდევ კარგი, რომ გიო ფსიქოლოგიურად ძლიერი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ როგორც მეცის მწვრთნელმა თქვა, გიორგი იქიდან 5-6 წელიწადმომატებული დაბრუნდა, მან მოახერხა ფსიქოლოგიურად აღდგენა. აიაქსი კი ეხლა ერთ გოიმურ, ორღობის ფეხბურთის თამაშს აგრძელებს.
არტ
20 აპრილი 2024 22:11
0
ჟორაჯან, პენალტებს მიაქციე ყურადღება ჯიგარო, ევროპაზე შენი დიდი იმედი გვაქ ძმა. აბა შენ იცი წარმატებები გიო.
კახა
20 აპრილი 2024 19:46
26
ბლაგვი კუთხით
gel-100-ს
20 აპრილი 2024 21:22
7
რა კუთხით მიაქციოს ყურადღება პენალტებს?? შეგახსენებ დღემდე გიომ პროფესიონალურ კარიერაში სულ დაარტყა 21-პენალტი და 19-გაიტანა მათ შორის 17-პენალტი ზედიზედ,,ჟორჟიკა ერთ-ერთ საუკეთესო პენალტისტად ითვლება საფრანგეთის ლიგა ერთში,,გასაგებია რომ შეცდომა მოუვიდა ბოლო პენალტის დროს მაგრამ ვიდგეთ და ჭკუა ვარიგოთ როგორ შეასრულოს პენალტი ან საერთოდ ხელი ხოარ აიღოს პენალტების დარტყმაზე ცოტა ტეხავს მემგონი, სერიოზული ფინიშერია კაცს ყველა იმ ადგილიდან გააქვს საიდანაც დარტყმის საშუალება მიეცემა და მაგან პენალტები კიარა ჯარიმები და კუთხურებიც კი უნდა შეასრულოს ჩემი აზრით
gel-100
20 აპრილი 2024 20:10
2
მას შემდეგ, რაც გიორგის გაუკეთეს, ყველგან და ყოველთვის აიაქსის გაფარჩაკებას ვუგულშემატკივრებ (თუ რათქმაუნდა ისევ იქ არ დაბრუნდა).
გიზო
20 აპრილი 2024 19:34
0
ნაკრებს უნდა გამოადგე, ჟორჟ. ეგაა მთავარი! კალაძემ მარტო გუნდში მიაღწია მწვერვალებს, ნაკრებში ვერაფერს... წარმატებები შენც და ბიჭებს! ყველას გქომაგობთ! ღმერთი იყვეს თქვენსკენ!
გია_544
20 აპრილი 2024 19:03
6
ქინქლაძეც ასე არ იყო?!ადამიანურად არავინ მიუდგა და მანჩესტერში დარბოდა,ამ სითბოს მისაღებად.აიაქსი კი,მისთვის ჯარიმებს არ იშურებდა.არველაძე სჭირდებოდათ და უკვე გამოცდილი ფეხბურთელიც მივიდა,რომელიც პირდაპირ ჩაჯდა,შემადგენლობაში,თორემ ალბათ არც მას დაუწყებდნენ ფერობას.ყოველ შემთხვევაში,ასე მგონია.
სოსო
20 აპრილი 2024 18:53
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული