მიქაუტაძე დაფრინავს - ისევ გაიტანა და "მეცს" ისევ მოუპოვა გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის 30-ე ტურში „მეცმა“ უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ „ჰავრს“ გასვლაზე გიორგი მიქაუტაძის გოლით 1:0 მოუგო.

ორივე გუნდი ძალიან ფრთხილობდა, ყველაზე რეალური მომენტი პირველი ტაიმის დასასრულს სტუმრებმა შექმნეს, როდესაც მიქაუტაძემ დიალო მეკარე დესმას პირისპირ შეჰყარა, მაგრამ მან ბურთი მიზანს ააცდინა.

შესვენების შემდეგ მიქაუტაძემ „მეცი“ დააწინაურა, მორიგი შეტევისას კი საჯარიმოს გარედან ძელს გაარტყა ბურთი. მერე მასპინძლები შტურმზე გადავიდნენ, საბის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, სალმეს მეკარე ოკიჯამ არ გაატანინა და „მეცმა“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

მიქაუტაძემ ზედიზედ ორ მატჩში
შესრულებული დუბლის შემდეგ გაიტანა. მის ანგარიშზე "მეცში" დაბრუნების შემდეგ 8 გოლია, სულ კი მიმდინარე ტურნირზე 10-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. "ეკიპი" წერს, რომ ქართველი თავის გუნდს ორბიტაზე აბრუნებს.

გიორგის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: whoscored 7.8, Sofascore 7.7, Flashscore 7.5.

„მეცი“ 29 ქულით მე-15 ადგილზეა და 28 აპრილს „ლილს“ დაუხვდება.

ჰავრი. „სტად ოსეანი“
ჰავრი - მეცი 0:1
გოლი: მიქაუტაძე (46)

alt"ამსტერდამში კინაღამ ჭკუიდან გადავედი" - მიქაუტაძემ "აიაქსში" გატარებული საშინელი პერიოდი გაიხსენა

მკითხველის კომენტარები / 13 /
აიაქსი აბა დავაი ჩოქ-ბჯენში. ქურდებს თავანი
Juan Roman Riquelme.10
22 აპრილი 2024 17:06
0
მართლაც დაფრინავს მოქაუტაძე...ტოპ 5 ის ჩემპიონატში ევროსაგზურისთვის მებრძოლ გუნდში..ცოტა იღბალიც და ქართველი ბენზემაა ჩვენი ლომი..წარმატებები გიოს და ყველა ქართველს..
კიეზა
22 აპრილი 2024 14:03
0
Video
https://youtu.be/pYVGYPW-QzA?si=Gl5B0zvN0Pyw6jGC
რეალობა
22 აპრილი 2024 04:38
0
ძალიან მაგარი წინათგრძნობა მაქვს ამ ევროპისთვის. უეჭველად მგონია, რომ ღირსეულად გამოვლენ ბიჭები.
შაკო
21 აპრილი 2024 23:40
0
შენს პირს მურაბა და გოზინაყი!
ბესო
22 აპრილი 2024 10:39
0
იმ შავმა მეკარეს რო გაარტყა დარტყმის მაგიერ პასი არ უნდა გაეკეთებინა?
თუ ფეხბურთელი არაა?
იმის ჩასვრილი გამოასწორა
Levani
21 აპრილი 2024 23:37
0
კომბლე და ჩასაფრებულო ფარჩაკებო გამოიღეთ. კიდევ ბევრჯერ გვასახელებენ ჩვენი ბიჭები.
ყოჩაღ გიო, მაგარი ხარ ასე გააგრძელე და მალე გრანდში გიხილავთ.
წარმატებები ყველა ქართველ სპორტსმენს
და გაუმარჯოს ვისაც მათი წარმატება უხარია.
Rateqsa
21 აპრილი 2024 21:07
1
უუუუხ! რა მაგრა ამაკრა ხოო? მეცი გადარჩა, ნაღდად გადარჩა ჟორჟიკას ხარჯზე პრიკუპში ხვდება.
მიდი ჟორჟი მიდი სიმონ, ევროპაში მივდივართ! ხედავთ? აი ეს არის ევროპა! ამას ქვია ჩაყე და ამოყე. მარა მაგათ არ უნდა გადაყვე. არა!
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
21 აპრილი 2024 20:57
8
მეცს დარჩენილი თამაშების კალენდარი,თითქოს უკეთესი აქვს.ასე რომ დარჩენის შანსები,საკმაოდ რეალურია.ოთხიოდე ტირუსბწინ,უახლოეს გუნდთან,5 ქულიანი ჩამორჩენა ჰქონდა,ასე რომ მეცი,ფაქტობრივად განწირული მდგომარეობიდან,იქამდე ამოყვინთა,რომ სული მაინც მოითქვას.დღეს მათი დარჩენა უფრო რეალურია,ვიდრე მისი მეტოქეებიდან ერთერთის.ჰავრი და ნანტი არიან მისი უშუალო მეტოქეები და ამ სამიდან რომელიმე გავარდება.ლორიანიც იბრძვის,მაგრამ მისი შანსები უფრო დაბალია და თითქმის გავარდნილია.
სოსო
21 აპრილი 2024 19:25
1
ნიკა,მინდოდა ლაივბალიდან კვლავ მენახა თამაშების განრიგი,მაგრამ შეცდომას მიფიქსირებს და ინფორმაციას ვერ ვიღებ.მეცის მეტოქეებს,უფრო ცუდი კალენდარი უნდა ჰქონდეთ,ყოველ შემთხვევაში,მე ასე მომეჩვენა.ბოლო ტურში,პსჟ უკვე ჩემპიონი იქნება და სავარაუდოდ,თავს აღარ მოიკლავს,რა თქმა უნდა,ნებისმიერი შემადგენლობით,მეცისათვის ძალიან საშიშები არიან,მაგრამ ბოლო ტურია და თუ დასჭირდათ,მეცი ნამეტანი ხისტი თამაშითაც შეეცდება ქულების,ან ქულის მოპოვებას.პსჟ ს ფეხბურთელები.არაფრის გულისათვის ტრავმის მიღებას მოერიდებიან,მეცისათვის კი,ეს დამატებითი შანსი იქნება.დიდ დინამოს,ევროპული თამაშების წინ,ასე ეთამაშებოდნენ ხოლმე,სხვა გუნდები და ქულებიც მიჰქონდათ.მეცის მეტოქეებს,უფრო ისეთ გუნდებთან უწევთ თანაში,რომლებსაც მეტად სჭირდებათ ქულები,ვიდრე მეცის მეტოქეებს.
სოსო
21 აპრილი 2024 22:07
2
ყოჩაღ გიოს!!! მე ძაან რთული კალენდარი მომეჩვენა ლილი რენი და ბოლო ტური პსჟ 3 ძაან რთულია
Nika7
21 აპრილი 2024 19:58
0
ყოჩაღ გიო! წარმატებები… მეცი თუ გავარდა - ლიონმა არ უნდა გამაზოს ეს ბიჭი
გ.ხ.
21 აპრილი 2024 19:24
0
სანიოლ! გამოიყენე გიო როგორც საჭიროა!
წარმატებები გიო !
Geo
21 აპრილი 2024 19:10
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული