აირია მონასტერი: დე ლაურენტისი გუნდს გასახდელში ჩაუვარდა - დი ლორენცო ტიფოზებმა გალანძღეს

AutoSharing Option
"ნაპოლის" "ემპოლისთან" სტუმრად 0:1 დამარცხების შემდეგ შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ნეაპოლური გუნდის ფეხბურთელებს ელემენტრულად თამაში აღარ უნდათ და ერთი სული აქვთ, როდის დასრულდება სეზონი. სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას იტალიური მედია, წერს, რომ ფრანჩესკო კალცონას გუნდში ქაოსია გამეფებული და ახალ ამბებს იტყობინება.

აღშფოთებული კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი შესვენებაზე გასახდელში ჩავიდა, რათა გაერკვია, რა ხდებოდა, სადაც კალცონას ზოგიერთმა ფეხბურთელმა ნატანის შეცვლა მოსთხოვა, ის წინააღმდეგი ვერ წავიდა და მოედანზე მის ნაცვლად პასკუალე მაცოკი შეუშვა. დე ლაურენტისი ტრიბუნაზე დაბრუნდა, სტადიონი მატჩის დასრულებამდე დატოვა და
გუნდის დასჯა ბაზაზე სეზონში მეორედ გამოკეტვით გადაწყვიტა, თუმცა შემდეგ გადიფიქრა და კიდევ ერთი შანსი მისცა.

"რეპუბლიკას" ცნობით, "ნაპოლის" მხარდასაჭერად ოთხი ათასზე მეტი გულშემატკივარი გაჰყვა, რომლებიც თავიანთ ფეხბურთელებს შეურაცხყოფას აყენებდნენ. ნამატჩევს ტიფოზებთან სასაუბროდ რამდენიმე მათგანი მივიდა. გუნდის კაპიტან ჯოვანი ლორენცოს უთხრეს, რომ "ნაპოლის" მაისურის ტარების ღირსები არ არიან და უნდა რცხვენოდეთ. გუნდისთავმა უპასუხა, რომ ამდენმა ცვლილებებმა გუნდი გამოფიტა, გადაიღალნენ და ბრძოლისათვის ძალა აღარ აქვთ.

იგივე ინფორმაციას ავრცელებენ სხვა გამოცემებიც. მიუხედავად ამისა, მომავალ კვირას "დიეგო მარადონაზე" "რომასთან" დაპირისპირებისას მაინც ანშლაგია მოსალოდნელი.

მკითხველის კომენტარები / 32 /
ქვეყანაში ოორხელისუფლებბიიანოობაა!!!!!!
ხალხიი
15:53 22-04-2024
1
ამხანაგ ივანიშვილოვის ბოტებო!
თავს უშველეთ. რუსეთი რომ დაიშლება, თქვენი დამკვეთი საფრანგეთში გაიქცევა. თქვენ სად გაიქცევით?
რეალობა
12:15 22-04-2024
31

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული