ეს ქვილითაია იყო თუ მარადონა - გიორგიმ ზღაპრული გოლი გაიტანა და სტადიონი გადარია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის ჩემპიონატის 34-ე ტურში აპოელ-მა საკუთარ მოედანზე „არისი“ 2:0 დაამარცხა.

მასპინძლები დებიუტში ისამ ჩებაკემ დააწინაურა, 31-ე წუთზე კი მეტოქის კარი იშვიათად ლამაზი გოლით გიორგი ქვილითაიამ დალაშქრა. ქართველის გოლმა ადგილობრივი მედია მოხიბლა - 24sports-ი წერს, რომ ეს შოუ და ერთი მსახიობის თეატრი იყო. მას დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა.

გიორგიმ მიმდინარე ტურნირზე 28 მატჩში 8 გოლი გაიტანა. ის 82-ე წუთზე შეცვალეს, ლაშა დვალმა კი შეუცვლელად ითამაშა.

აპოელ-ი ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 72 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ აეკ-ს 1 ქულით უსწრებს და 28 აპრილს
სტუმრად „ომონიას“ დაუპირისპირდება.

ნიქოზია. Neo GSP

აპოელ - არისი 2:0
გოლები: 1:0 ჩებაკე (8), 2:0 ქვილითაია (31)
გამოუყენებელი პენალტი: ქვილითაია (57, აპოელ)
გაძევება: სანე (70, არისი)

მკითხველის კომენტარები / 17 /
მართლაც ლამაზი გოლი გამოვიდა..ამას კლასი ჭირდება უდავოა..მაგრამ ზარმაცია ეს ბიჭი..პლუს ტრამვის შემდეგ ვეღარ დაბრუნდა..აქ კრიტიკა უსირცხვილობაა..ვისურვებდი ნაკრებში ყოველ თამაშში ასეთი ლამაზი და გადამწყვეტი გოლები გაეტანოს
კიეზა
22 აპრილი 2024 14:08
2
ხედავთ ხო? გავაკრიტიკე და გაცოცხლდა!
კ ო მ ბ ლ ე
22 აპრილი 2024 13:20
1
ნაკრების სტატისტიკა ნახეთ: 37 თამაში, 6 გოლი, 0 პასი! 37 თამაშში წინა ხაზზე რომ ყოფილიყო, ბებიაჩემი გააკეთებთა საგოლე პასს! მაგრამ არ აქვს ამ ფებურთელს საფეხბურთო ინტელექტი და შეულოცე თუ გინდა. ლუქსემბურგთან ქვილითაია რომ გამოიყვანა წამოსვლა დავაპირე სანიოლმა, მაგრამ კანკავაც გამოდიოდა და ამიტომ დავრჩი. რა კომპრომატი აქვს ფედერაციაზე ასეთი, მასზე უკეთესი რომ ვერ მოიძებნა?
ქუთაისელი
22 აპრილი 2024 12:10
4
გიორგი ყოველთვის კარგი ფეხბურთელი იყო, ვაი გულშემატკივარი რომელსაც ფეხბურთი არ ესმის ისინი ლანძღავენ მხოლოდ.
semi
22 აპრილი 2024 11:57
8
ქვილითაიამ მინიმუმ 1 ტაიმი უნდა ითამაშოს ნაკრებში
irakli
22 აპრილი 2024 09:44
11
Taimi kiara sul gasashvebia nakrebidan
Deme
22 აპრილი 2024 11:15
3
მართლა საოცარი გოლი გამოვიდა, ყოჩაღ გიორგი!
მაგრამ მისკენ მისალოცად წასულ თანაგუნდელს, ხელი რატო კრა ასე აგრესიულად....ცოტა უცნაურია.
ჟორჟ სამპაიო
22 აპრილი 2024 06:59
1
აბაა ! ყველაფერი რა ხოშიანი იყო და ეს ხელის კვრა როგორ ცუდად გამოჩნდა.
კისისხეველი
22 აპრილი 2024 15:00
0
Video
https://youtu.be/dbNAl7Y28sY?si=YhWqTdW_U-e3-QBj
რეალობა
22 აპრილი 2024 04:48
0
ამასაც ქვარადონა არ დაუძხოთ ახლა.
ეეე
22 აპრილი 2024 00:53
8
ქვილიდონაა :)
შაკო
22 აპრილი 2024 00:33
1
Kaci daberda da pirvelad sheagdo lamazi goli,tyula adgils ikavebs nakrebshi jobia vinme axalgazdulidan gamoidzaxon
Temo
22 აპრილი 2024 00:12
15
ძალიან კარგი ფეხბურთელია!უბრალოდ რამოდენიმე წლის წინ ფეხი ქონდა მოტეხილი და ფორმაში შესვლა გაუჭიანურდა! წარმატებები მას!
რობი
22 აპრილი 2024 00:55
3

სიახლეები პოპულარული