"კარლსრუემ" "ნიურნბერგს" სძლია - ზივზივაძემ ორივე გუნდიდან საუკეთესო შეფასება მიიღო

AutoSharing Option
მეორე ბუნდესლიგის 31-ე ტურში „კარლსრუემ“ გასვლაზე „ნიურნბერგს“ 1:0 მოუგო.

სტუმართა გუნდის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე სასტარტოში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს. მან flashscore-სგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება, 7.8 ქულა მიიღო. Sofascore-მ მისი თამაში 7.5 ქულით შეაფასა, Whoscored-მა კი 6.8-ით.

„კარლსრუე“ 49 ქულით მეხუთე ადგილზეა, ტურნირის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ბუნდესლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფის ზონას 7 ქულა აშორებს და 4 მაისს როსტოკში „ჰანზას“ დაუპირისპირდება.

ნიურნბერგი. „მაქს-მორლოკ-შტადიონი“

ნიურნბერგი - კარლსრუე 0:1
გოლი: 0:1 მატანოვიჩი (37)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული