მამარდაშვილის შემცვლელმა თვალცრემლიანმა დატოვა მოედანი - "ვალენსია" ზედიზედ მესამედ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 34-ე ტურში „ვალენსია“, რომელსაც დისკვალიფიცირებული გიორგი მამარდაშვილი ვერ დაეხმარა, საკუთარ მოედანზე „ალავესთან“ 0:1 დამარცხდა.

ქართველის ნაცვლად თამაში ხაუმე დომენეკმა დაიწყო, მაგრამ 34-ე წუთზე ტრავმა მიიღო, თვალცრემლიანმა დატოვა მოედანი და კრისტიან რივერომ შეცვალა.

„ვალენსიამ“ ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა, 47 ქულით მერვე ადგილზეა და 12 მაისს „რაიო ვალეკანოს“ უმასპინძლებს.

ვალენსია. „მესტალია“. 44 643 მაყურებელი
ვალენსია - ალავესი 0:1
გოლი: ლოპესი (68)

altRelevo: პრემიერლიგის კლუბმა მამარდაშვილის შესაძენად რეალური ნაბიჯები გადადგა

მკითხველის კომენტარები / 4 /
დომენეკის გამო ვწუხვარ.გუნდში დიდი ავტორიტეტი აქვს,ძლივს ეღირსა ძირითადში დაყენება და აქაც ტრავმა მიიღო.თუმცა ისეთი გოლი გაუშვეს,ვერც ის აიღებდა და ვერც მამარდა.მარჯვენა ფრთიდან ჩაწოდებული კუთხური,დაცვას გადასცდა და საჯარიმოს მარცხენა კუთხეში,ლოპესი დახვდა.ერთი შეხებით,მთელი ძალით დარტყმული ბურთი,მოპირდაპირე კუთხეში,ზედ ძელთან გაეხვია,ბადეში.დაცვა თუ ჩაჭრიდა თორემ,მეკარეს შანსი არ ჰქონდა.
სოსო
22:53 05-05-2024
3
მამარდას სხვათაშორის ძალიან ძლიერი კონკურენტები ჰყავს და სულაც არაა ხაუმეს ტრამვა სასიამოვნო, კონკურენცია სასარგებლოა გიორგისთვისაც.
სიმენონი
00:14 06-05-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული