გაირკვა, ითამაშებს თუ არა კვარაცხელია "უდინეზესთან"

AutoSharing Option
"ნაპოლის" საიტმა იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც "უდინეზესთან" მატჩის განაცხადში შეიყვანა და მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია არ არის.

კვარაცხელიამ 3 მაისს, ვარჯიშზე, მარცხენა ბარძაყის კუნთის მცირე დაზიანება მიიღო, გუშინ სპორტულ დარბაზში ტრენაჟორებზე დაიტვირთა, სათამაშოდ მზად არ არის და გუნდს უდინეში არ გაჰყვა.

"ნაპოლის" აგრეთვე პიოტრ ზელინსკი და ჯაკომო რასპადორი ვერ დაეხმარებიან, რომელმაც მარცხენა კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო. საერთო ჯგუფთან ერთად ივარჯიშეს ჟუან ჟეზუსმა და მატეო პოლიტანომ.

Areanapoli-ს ცნობით, "ნაპოლი" თამაშს შემდეგი შემადგენლობით დაიწყებს: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ოსტიგარდი, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა,
კაიუსტე, ნგონჟი, პოლიტანო, ოსიმენი.

მატჩი "დაჩია არენაზე" თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 18 /
აბა იმას ხომ არ იტყოდა აღდგომას ბებიის საფლავზე გვინდა გასვლაო. დაანებეთ თავი, თვითონ იცის თავის საქმის.
პრაზდნიკებზე ყველა ისვენებს!
06 მაისი 2024 15:35
11
Დავით 67 ჩემი იმედი ნუ მოგიშალოს ღმერთმა.რას შვრები დავით,როგორა ხარ?სად დაიკარგე?ჩამომიარე რას დამივიწყე,ეგრე უნდა?
Ხვიჩა კვარაცხელია
06 მაისი 2024 08:54
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული