Direct FM-ის ცნობით, მსაჯმა რუდი ბუკემ აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა, როდესაც "რენთან" მატჩში "მეცის" თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე გააძევა.
ფიფას არბიტრმა სადისციპლინო კომიტეტს წერილობითი ფორმით მიმართა და ქართველისთვის წითელი ბარათის გაუქმება მოითხოვა.
აღნიშნულ საკითხზე სადისციპლინო კომიტეტი 7 მაისს იმსჯელებს. ალბათ, გიორგის წითელ ბარათს გაუუქმებენ და ის 12 მაისს "სტრასბურგთან" და 19 მაისს პსჟ-სთან თავისი გუნდის დახმარებას შეძლებს.