მიქაუტაძეს წითელი ბარათი გაუუქმეს და მომავალ ორ მატჩში ითამაშებს

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, ლიგა 1-ის სადისციპლინო კომიტეტმა "მეცის" თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძეს "რენთან" მატჩში მიღებული წითელი ბარათი სამართლიანად გაუუქმა.

კლუბის საიტის ცნობით, მიქაუტაძეს წითელი ბარათი ყვითლით შეუცვალეს და ის 12 მაისს "სტრასბურგთან" და 19 მაისს პსჟ-სთან თავისი გუნდის დახმარებას შეძლებს.

"ეკიპი" წერს, რომ საღმა აზრმა გაიმარჯვა და გიორგი თავისი გუნდისთვის ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნებისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

მიქაუტაძემ ზედიზედ ხუთ შეხვედრაში გაიტანა, სულ კი მის ანგარიშზე საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატზე 18 მატჩში 12 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ამ 2 თამაშში 2 გოლი სეზონს საოცარი სტატისტიკით დაამთავრებს! ჩატარებული თამაშების გათვალისწინებით ლიგის საულეთესო შედეგიანობა გამოვა.
Zaza
00:56 08-05-2024
0
რომ გაუქმდებოდა,მანდ სალაპარაკოც არაფერი იყო,მაგრამ მსაჯი არ დაისაჯა?11 კაცით,მეცს შეეძლო მატჩის გადარჩენა,მიქაუტაძეს შეეძლო გოლის გატანა,მატჩის საუკეთესოდ გახდომა და ტურის სიმბოლურში მოხვედრა.მეცი თითქმის გააგდეს ლიგა ერთიდან და ამ სრულიად განზრახ არაობიექტურად მომენტის შეფასების შემდეგ,მსაჯი თუ არ დაისაჯა,გამოდის რომ ის,ფედერაციის დაკვეთას ასრულებდა და სასჯელიდან მის დაძვრენას და სკანდალის მიფუჩეჩებას ცდილობენ.
სოსო
00:35 08-05-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული