სერია B-ს ბოლო, 38-ე ტურში „კრემონეზემ“ საკუთარ მოედანზე „ჩიტადელა“ 3:0 დაამარცხა.
მასპინძელთა გუნდის მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.
„კრემონეზემ“ ჩემპიონატი 67 ქულით მეოთხე ადგილზე დაასრულა და სერია A-ში გადასასვლელ პლეი-ოფში ითამაშებს - პირველ ნახევარფინალურ შეხვედრას 21 მაისს გასვლაზე ჩაატარებს, საპასუხოს კი 25 მაისს სახლში. მათი მეტოქე 18 მაისს „კატანძაროსა“ და „ბრეშიას“ დაპირისპირებაში გაირკვევა.
კრემონა. „ჯოვანი ძინი“
კრემონეზე - ჩიტადელა 3:0
გოლები: 1:0 კოდა (17, პენ), 2:0 ბიანკეტი (36), 3:0 იონსენი (88)