"ნაპოლი" "ბოლონიასთან" უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 36-ე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ბოლონიასთან“ 0:2 დამარცხდა.

დებიუტში მერეტის კარი თავურით ნდოიემ და პოშმა დალაშქრეს და სტუმრები 2:0 დაწინაურდნენ. მასპინძლებმა შეტევებით უპასუხეს, საჯარიმოში ოსიმენი წააქციეს, მაგრამ პოლიტანოს პენალტი მეკარე რავალიამ არ გაატანინა. შემდეგ კვარაცხელია, რომელმაც "უდინეზესთან" მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, პოშმა წააქცია, რაც მსაჯმა თამაშის წესების დარღვევად არ მიიჩნია და პროტესტის ემოციურად გამოხატვისათვის ქართველს ყვითელი ბარათი უჩვენა. ბოლონიელები თავს უნარიანად იცავდნენ, მეტოქეს გასაქანს არ აძლევდნენ და პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს.

მეორე ტაიმი ნეაპოლური გუნდის იერიშებით დაიწყო, პოლიტანოს დარტყმული
ბურთი რავალიამ მოიგერია, კონტრშეტევისას ორსოლინის გატანა მერეტმა არ დაანება. მერე დიდებული შანსი ოსიმენმა ვერ გამოიყენა. ხვიჩა 82-ე წუთზე სიმეონემ შეცვალა, მატჩი კი მოტას გუნდის დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა.

„ნაპოლი“ 51 ქულით ამ მომენტისთვის მერვე ადგილზეა და 17 მაისს, ბოლოსწინა ტურში ფლორენციაში „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ბოლონია 0:2
გოლები: 0:1 ნდოიე (9), 0:2 პოში (12)
გამოუყენებელი პენალტი: პოლიტანო (22, ნაპოლი)

მკითხველის კომენტარები / 34 /
ქართველ კაცს ხვიჩაზე როგორ უნდა მოგიბრუნდეს ენა რომ ცუდათ მოიხსენიო, ყველაზე უვარგისი ერი გავხდით, სპორტსმენებს ვლანძღავთ, მომღერლებს ვლანძღავთ, მსახიობებს ვლანძღავთ. თქვენი მოსაწონი დარჩა ვინმე ქვეყანაში?
მამუკა
12 მაისი 2024 07:48
14
თუ ხვდები მაინც რა დაწერე?!... ხვიჩას ცუდად ხსენება არ შეიძლება და ერის უვარგისად ხსენება მოსულა?!...
ვოოტ
12 მაისი 2024 13:32
1
ჩვენ ყველას მოგვწონს ბატონი ბიძინა. ვდარდობთ რომ როგორმე
მოახერხოს ფულის გათეთრება და წყნარად შემოტანა საქართველოში.
სანდრო
12 მაისი 2024 09:24
7
როგორც იმედის გადამღები ჟურნალისტები, იღებენ აქციებს ქალაქის ბოლოდან ვითომ 200 კაცი დადის აქციაზე, ისეა დე ლაურენტისის საქმე აღარ იცის რა წყალში გადავარდეს თან კვარას დატოვება უნდა თან ფულიც.
სამართლიანი
12 მაისი 2024 04:24
29
ასე რამ გაგაბოროტა ?
კახა
18 მაისი 2024 00:47
0
როგორც ხშირად ხდება ხოლმე საქართველოში, ბევრს არ უნდა სიმართლის დანახვა, თორემ კვურა ერთ-ერთი მთავარი დამნაშავეა ნაპოლის ჩაგდებულ სეზონში... გარსიაც, მაგის გამაზვებმა შეიწირა ფაქტიურად
sus
12 მაისი 2024 00:12
26
საცოდავები ხართ! დაანებეთ ხვიჩას თავი!!! დედები, ბებიები გაგზავნილი რომ გყავთ სამუშაოდ მაგას მიხედეთ!ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, რამდენ ხალხს ეხმარება! ქართულ ფეხბურთს გზა გაუხსნა ევროპისკენ.
გიორგი
11 მაისი 2024 23:52
16
დაანებეთ ხვიჩას თავი! რა გულით უნდა ითამაშო ამ ლუზერი გუნდისათვის, რომელიც გუნდის გარდა ყველაფერია! გინდა არ გინდა გული გიტყდება და შენს მაქსიმუმს ვერ აჩვენებ.ერთ ნაპოლის.... ! მე მაგალითად ორი რამ მადარდებს ამ წუთში. პირველი ის რომ ტრამვა არ მიიღოს ხვიჩამ ამ ევროპის წინ და მეორე, ამ ზაფხულს ნორმალურ გუნდში გადავიდეს.
არტ
11 მაისი 2024 23:49
7
ისეთი სეზონი ქვს, პოლიტანო და ეს ჭიდაობენ, არა მე ვარ უფრო სასარგებლო გუნდისთვის და არა მეო :D
vava
11 მაისი 2024 23:36
5
ტიპი ორთაბრძოლებში საერთოდ/დემონსტრაციულად არ შედის და მიუხედავად ამისა, კინარამ გააგდეს ))
Miqautadze
11 მაისი 2024 23:35
7
ნაპოლის სირცხვილი
!!
11 მაისი 2024 23:18
10
თმის გასწორებაში წარდგენილია ოქროს სავარცხელზე
!!
11 მაისი 2024 22:44
41
ლავრენტი გაყიდე დროზე ეგ კვარა, დამიჯერე ბევრი არც არაფერი დააკლდება ნაპოლის. გინდ გყოლია და გინდ არა.
ლავრენტას
11 მაისი 2024 22:42
36
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული