დვალის და ქვილითაიას "აპოელი" კვიპროსის ჩემპიონი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო, 36-ე ტურში „აპოელისა“ და „აეკის“ მატჩი 1:1 დასრულდა. „აპოელმა“ ისევე როგორც „აეკმა“ 73 ქულა დააგროვა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლების წყალობით გაასწრო და ოცდამეცხრედ მოიპოვა ოქროს მედლები.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სტადიონზე და ქალაქში „აპოელის“ გულშემატკივრებმა გამარჯვება ზეიმით აღნიშნეს.

მასპინძელთა გუნდში ლაშა დვალმა შეუცვლელად ითამაშა, გიორგი ქვილითაიამ კი 82-ე წუთამდე. დვალმა ტურნირზე 27 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა, ხოლო ქვილითიამ 29-ში - 8.

Sportall.Ge

ნიქოზია. „Neo GSP“
აპოელი - აეკი 1:1
გოლები: 0:1 ფარაჟი (5), 1:1 მარკინიოსი (9)

მკითხველის კომენტარები / 2 /
გილოცავთ!!!!
გიორგი
12 მაისი 2024 11:38
1
ვულოცავ ქართველებს ამ გამარჯვებას. კიდევ ბევრი ჩემპიონობა გეზეიმოთ
ვანჩოპე
11 მაისი 2024 23:54
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული