შეუჩერებელმა მიქაუტაძემ ზედიზედ მეექვსე მატჩში გაიტანა - "მეცმა" წაგება მაინც მოახერხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის 33-ე ტურში „მეცი“ გასვლაზე „სტრასბურგთან“ 1:2 დამარცხდა.

მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ პირველ ტაიმში მომენტები თითქმის არ იქმნებოდა, თამაში საინტერესო სანახავი არ იყო, სტუმართა გუნდის თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძეს ყურადღებით მეურვეობდნენ და გასაქანს არ აძლევდნენ. თუმცა 54-ე წუთზე მან მცველი ჩამოიცილა და საჯარიმოს გარედან დალაშქრა ალაა ბელააურუშის კარი. 78-ე წუთზე მიქაუტაძე სწრაფი კონტრშეტევისას მოედნის ცენტრიდან ორ მეტოქეს გაექცა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. სამწუხაროდ, ბოლოს „სტრასბურგმა“ ორი გოლი გაიტანა და გაიმარჯვა.

ქართველის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: whoscored 8.0,
Sofascore 7.6, Flashscore 7.5.

მიქაუტაძემ ზედიზედ მეექვსე მატჩში გაიტანა, სულ კი მის ანგარიშზე საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატზე 19 შეხვედრაში 13 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

„მეცი“ 29 ქულით მე-16 ადგილზეა და 19 მაისს, ბოლო ტურში, პსჟ-ს უმასპინძლებს. ერთი რამის თქმა გადაუჭარბებლად შეიძლება - გიორგი მარტო მიათრევს "მეცს", უკეთეს გუნდში თამაშს იმსახურებს და ალბათ, მალე რომელიმე დიდ კლუბში ვიხილავთ.

სტრასბურგი. „სტად დე ლა მენო“
სტრასბურგი - მეცი 2:1
გოლები: 0:1 მიქაუტაძე (54), 1:1 ემეგა (89), 2:1 სანტოსი (90+1)


alt"ლიგა 1-ის საუკეთესო თავდამსხმელით "ატლეტიკო" დაინტერესდა" - რობინ ბეირნერი
მკითხველის კომენტარები / 8 /
ისეთ სტატიაზე დაწერე კომენტარი, ნიუ-იორკში კი არა მაქსიმუმ ასათიანის ან მსგავს დაწესებულებაში უნდა იყო
nika
02:50 13-05-2024
5
ამერიკაში ვარ 1 წელია და მგონი რუსეთი ჯობია, არა ნაცებს!!!
ნიკა დავითაშვილი
01:26 13-05-2024
71

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული