Il Mattino: პსჟ მზადაა კვარაცხელიას 8-მილიონიანი ხელფასი შესთავაზოს

AutoSharing Option
Il Mattino-ს ცნობით, პსჟ მზადაა "ნაპოლის" ხვიჩა კვარაცხელიაში 80 მილიონი ევრო შესთავაზოს, თუმცა ეს თანხა ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისისთვის, რა თქმა უნდა, საკმარისი არაა.

გამოცემა წერს, რომ დე ლაურენტისი კვარაცხელიას 130 მილიონ ევროზე ნაკლებად ვერ შეელევა. მეტიც, საერთოდ არ უნდა მისი გაშვება. ფეხბურთელის აგენტი აურელიოს მალე შეხვდება და სეზონური 1.5-მილიონიანი ხელფასის 6 მილიონამდე გაზრდას მოსთხოვს. სავარაუდოდ, "ნაპოლი" ანაზღაურების ბონუსებიანად 5 მილიონამდე მომატებას დათანხმდება.

აღნიშნულია, რომ "პარი სენ ჟერმენში" გადასვლის შემთხვევაში, ქართველის ხელფასი 8 მილიონი იქნება. ამ ინფორმაციას TuttomercatoWeb-ი
ადასტურებს.

"ეკიპი" კი იტყობინება, რომ პარიზულ გუნდში კვარაცხელიას გადაყვანით პირადადაა დაინტერესებული გუნდის მწვრთნელი ლუის ენრიკე და მან აგრეთვე კლუბის ხელმძღვანელობას ვიქტორ ოსიმენის (ნაპოლი), რაფაელ ლეაოს (მილანი) და ბერნარდო სილვას (მანჩესტერ სიტი) ტრანსფერების განხორციელება სთხოვა. მათი გამოსასყიდი ფასი, შესაბამისად, 130, 175 და 58 მილიონია.

მკითხველის კომენტარები / 34 /
კარგი იქნებოდა. პსჟ-ს ლიგის მოგების შანსი ყოველთვის აქვს. საფრანგეთის ჩემპიონობას ისედაც ვერავინ წაართმევს. საქართველოში არ უყვართ რატომღაც ეს გუნდი. 80% რეალის ან ბარსელონას გულშემატკივარია.
დავით 67
13 მაისი 2024 22:29
3
იმიტომ, რო ყოველთვის მეგა ვარსკვლავები თამაშობდნენ. წაემატებაც ნელნელა მოვა.
თაზო
14 მაისი 2024 08:41
2
და რატომ უნდა გვიყვარდეს ეს გუნდი ??? ფული რომ არის მაგიტომ ??
თაზო
14 მაისი 2024 00:27
4
მოგცლიათ რა.... ქვეყანა თავზე გვენგრევა და თქვენ წამდაუწუმ რაღაც ციფრების კორიანტელში გახვეულ უაზრო ინფორმაციებს აქვეყნებთ.ღმერთმა ხელი მოუმართოს და 10 და 20 მილიონიც იშოვოს,გინდა პსჟ-ში და გინდა პახთაკორში.ეხლა რომ 5 მილიონს უწუნებთ,2 წლის წინ რუბინში 200 ათასი დოლარის ხელფასზე იძახოდით- მაგეთ ფულს სად იშოვისო რუსეთის გარდა.დაანებეთ თავი, თუ იშრომებს და მოუმატებს ვარჯიშს , კიდევ ბევრ საოცრებას გვანახებს და დიდ ფულსაც იშოვის. თუ არა და თავის თავს დააბრალოს, გახდება შემდგომი არშემდგარი ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი.
სანდრო
13 მაისი 2024 22:10
17
არაფერი ანადგურებს ენთუზიაზმს ისე,როგორც უმადურობა.შარშან საოცრებებს რომ აკეთებდა,დაუფასეს?!ისევ სტაჟიორის ანაზღაურებაზეა.გეცოდინება ძველი ანეგდოტი,მე არც თქვენი ურა მინდა და არც თქვენი ტაში...,რომ ამბობს.ტაში და სახელი,კარგია,მაგრამ შენ ტაშით გკვებონ და შენი შრომით ნაშოვნი მილიონები,საკუთარ ჯიბეში ჩაიდონ?!ამით არავინ მოიხიბლება!
სოსო
14 მაისი 2024 14:46
0
ქვეყანა თავზე გვექცევა და რეებს კითხულობ? დაწერაზე აღარაფერს გეუბნები ;)
ვვვ
13 მაისი 2024 22:55
8
ყველა გამოხმაურება
პსჟ ლიგის ჩემპიონი კვარას უმისოდ ვერ გახდება. ამიტომ ყველაფრის მიუხედავად უნდა წაიყვანოს, თუნდაც130 მლ. გადახდა მოუწიოს.
მალხაზ ჯობავა
13 მაისი 2024 22:08
11
თქვე დისლაიქების ჩიტებო, ყისმათი და კუჩხა არ გაგიგიათ, თქვე კუჩხ დო კინჩხ მოტეხილებო!
დისლაიქმეიკერებს
14 მაისი 2024 00:53
4
თქვე დისლაიქების ჩიტებო, ყისმათი და კუჩხა არ გაგიგიათ, თქვე კუჩხ დო კინჩხ მოტეხილებო!
დისლაიქმეიკერებს
14 მაისი 2024 00:07
5
რავი, მე წავიდოდი :)
ვვვ
13 მაისი 2024 21:24
1
ერიჰაა, წაიყვანეს ჩვენი ჭრელა და ეგაა.
მწარე
13 მაისი 2024 21:24
12
ნაპოლში დარჩენა ჩემი აზრით დიდი შეცდომა იქნება. პსჟ მარტო დიდი ხელფასი არაა, პსჟ უკვე დიდი ხანია გრანდი ნაპოლისგან განსხვავებით. რატომღაც ნეჯერა წელს ფინალში გავიდოდა, წელს თუ ვერ შეძლო მომავალ სეზონში შეძლებს კვარასთან ერთად. ნაპოლიმ 33 წლის შემდეგ იზეიმა ჩემპიონობა და პსჟც სანუკვარ გამარჯვებას ლიგაზე მჯერა კვარასთან ერთად მიაღწევს. ჩვენი ბიჭი წარნატების თილისმაა ყველგან ნაპოლშიც, ნაკერბშიც და ასევე იქნება პსჟ-ში. წარმატება კვარას.
G.LA
13 მაისი 2024 21:06
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული