Il Mattino: პსჟ მზადაა კვარაცხელიას 8-მილიონიანი ხელფასი შესთავაზოს

AutoSharing Option
Il Mattino-ს ცნობით, პსჟ მზადაა "ნაპოლის" ხვიჩა კვარაცხელიაში 80 მილიონი ევრო შესთავაზოს, თუმცა ეს თანხა ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისისთვის, რა თქმა უნდა, საკმარისი არაა.

გამოცემა წერს, რომ დე ლაურენტისი კვარაცხელიას 130 მილიონ ევროზე ნაკლებად ვერ შეელევა. მეტიც, საერთოდ არ უნდა მისი გაშვება. ფეხბურთელის აგენტი აურელიოს მალე შეხვდება და სეზონური 1.5-მილიონიანი ხელფასის 6 მილიონამდე გაზრდას მოსთხოვს. სავარაუდოდ, "ნაპოლი" ანაზღაურების ბონუსებიანად 5 მილიონამდე მომატებას დათანხმდება.

აღნიშნულია, რომ "პარი სენ ჟერმენში" გადასვლის შემთხვევაში, ქართველის ხელფასი 8 მილიონი იქნება. ამ ინფორმაციას TuttomercatoWeb-ი
ადასტურებს.

"ეკიპი" კი იტყობინება, რომ პარიზულ გუნდში კვარაცხელიას გადაყვანით პირადადაა დაინტერესებული გუნდის მწვრთნელი ლუის ენრიკე და მან აგრეთვე კლუბის ხელმძღვანელობას ვიქტორ ოსიმენის (ნაპოლი), რაფაელ ლეაოს (მილანი) და ბერნარდო სილვას (მანჩესტერ სიტი) ტრანსფერების განხორციელება სთხოვა. მათი გამოსასყიდი ფასი, შესაბამისად, 130, 175 და 58 მილიონია.

მკითხველის კომენტარები / 34 /
კარგი იქნებოდა. პსჟ-ს ლიგის მოგების შანსი ყოველთვის აქვს. საფრანგეთის ჩემპიონობას ისედაც ვერავინ წაართმევს. საქართველოში არ უყვართ რატომღაც ეს გუნდი. 80% რეალის ან ბარსელონას გულშემატკივარია.
დავით 67
13 მაისი 2024 22:29
3
და რატომ უნდა გვიყვარდეს ეს გუნდი ??? ფული რომ არის მაგიტომ ??
თაზო
14 მაისი 2024 00:27
4
იმიტომ, რო ყოველთვის მეგა ვარსკვლავები თამაშობდნენ. წაემატებაც ნელნელა მოვა.
თაზო
14 მაისი 2024 08:41
2
ნაპოლში დარჩენა ჩემი აზრით დიდი შეცდომა იქნება. პსჟ მარტო დიდი ხელფასი არაა, პსჟ უკვე დიდი ხანია გრანდი ნაპოლისგან განსხვავებით. რატომღაც ნეჯერა წელს ფინალში გავიდოდა, წელს თუ ვერ შეძლო მომავალ სეზონში შეძლებს კვარასთან ერთად. ნაპოლიმ 33 წლის შემდეგ იზეიმა ჩემპიონობა და პსჟც სანუკვარ გამარჯვებას ლიგაზე მჯერა კვარასთან ერთად მიაღწევს. ჩვენი ბიჭი წარნატების თილისმაა ყველგან ნაპოლშიც, ნაკერბშიც და ასევე იქნება პსჟ-ში. წარმატება კვარას.
G.LA
13 მაისი 2024 21:06
5
ჯერ ერთი ლეაოს აყვანა თუ უნდათ კვარა რაღათ უნდათ ? თუ მარჯვენა ფლანგზე უნდა ათამაშონ რომელიმე ? და მეორე ის ფულისტი ლაურა უარს თუ ეუბნება პსჟ-ს მაშინ თვითონ უნდა დაუნიშნოს კვარას 8 მილიონი ხელფასი ! აი ესაა წესი ევროპაში და ჯუღელი მაგრა უნდა დაუდგეს და არ მოაწეროს ხელი იმ კონტრაქტს სადაც ხელფასი 5 მილიონი იქნება და გამოსასყიდი თანხა 130 ! კიდევ ერთი უსამართლობა--130 მილიონად ღირებულ ფეხბურთელს წესით 13 მილიონი უნდა ქონდეს ხელფასი და ეს რა თქმა უნდა ზღაპარია მაგდენი რომ გადაუხადონ ხელფასი როგორც 13 მილიონია გაბერილი ისევე გამოსასყიდი 130 მილიონიც გაბერილია
zura222
14 მაისი 2024 00:07
6
მოგცლიათ რა.... ქვეყანა თავზე გვენგრევა და თქვენ წამდაუწუმ რაღაც ციფრების კორიანტელში გახვეულ უაზრო ინფორმაციებს აქვეყნებთ.ღმერთმა ხელი მოუმართოს და 10 და 20 მილიონიც იშოვოს,გინდა პსჟ-ში და გინდა პახთაკორში.ეხლა რომ 5 მილიონს უწუნებთ,2 წლის წინ რუბინში 200 ათასი დოლარის ხელფასზე იძახოდით- მაგეთ ფულს სად იშოვისო რუსეთის გარდა.დაანებეთ თავი, თუ იშრომებს და მოუმატებს ვარჯიშს , კიდევ ბევრ საოცრებას გვანახებს და დიდ ფულსაც იშოვის. თუ არა და თავის თავს დააბრალოს, გახდება შემდგომი არშემდგარი ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი.
სანდრო
13 მაისი 2024 22:10
17
ქვეყანა თავზე გვექცევა და რეებს კითხულობ? დაწერაზე აღარაფერს გეუბნები ;)
ვვვ
13 მაისი 2024 22:55
8
რა თქვა ამ კაცმა ეხლა არასწორი "დისლაიქები" რომ მიაყარეთ სექტანტებო?
Კახა
13 მაისი 2024 22:48
6
ყველა გამოხმაურება
წადი ხვიჩა პსჟ-ში!
ლაშა
14 მაისი 2024 00:00
5
მე არ ვურჩევდი-შეიძლება გაქრეს საერთოდ. თან საფრანგეთის ჩემპიონატი არ ვარგა. ვისთან ვუყუროთ კვარას თამაშს-მეტი გრანდი არაა იქ. სერია ა დღეს არ არის საუკეთესო, მაგრამ მილანს, იუვეს, ინტერს, რომას, ლაციოს ეთამაშებოდა. უნდა წავიდეს ინგლისში ან ესპანეთში. ბარსაში წადი ნაკლებ ხელფასზე და ისიამოვნე ფეხბურთით...
ბათუმი
14 მაისი 2024 01:39
3
მაგრად მიყვარს და მეამაყება საქართველოს ნაკრების თითოეული ფეხბურთელი დაჟე ვინც ამ ეტაპზე ჯერ ვერ თამაშობენ სიგუა და სხვები უკლებლივ ყველა ფეხბურთი გუნდური თამაშია.
ეხლა რაც შეეხება კვარას მაგას შემოვევლე მე! ჩემი დიშვილი ფეხბურთის აზრზე არ არის მაგრამ ისიც კი ხვდება 10 მილიონად ნაყიდ ფეხბურთელს 100 მილიონს რო აფასებენ ესეიგი ათჯერ აქვს მომატებული.
ვინც "თანამედროვე" ფეხბურთის აზრზეა და თამაშებს თვალს ადევნებს იმ გუნდში სადაც მეკარე არ გივარგა, დაცვა გყავს ნოლი, ბურთის ამრთმევი დამჭერი და საშვალო დონის პასის გამკეთებელი არ გყავს დებრუინისა და მესის პასებს არ ვგულისხმობ აი მარიორუის პასი რო სანატრებელი გაგიხდება ბლიად! ჩარბენებსა და მცველის გამწევ გამტყუებელ მოძრაობებზე რო აღარ ვილაპარაკო ხვიჩას ვინ რა უნდა მოთხოვოს თანამედროვე ფეხბურთში თითო ფეხზე თითო კაცი რო დაგაჯდება და იმ ორს კიდევ მესამე დააზღვევთ რა რეგრესი და რის უკუსვლა სამოციანი წლების ფეხბურთი კი არ არის მთელი გუნდი მოატყუო.
ხვიჩა არის ტალანტის ნიჭის შრომის გამბედაობისა და ვაჟკაცობის მიქსი და მადლობა ღმერთს რომ სულით ხორცით და სისხლით ქართველია!!! არა გურგენა გახდა იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და ჩათლახ დელაურენტისს კიდე ანგარიში ეშლება. აფსუს სპალეტი...
ლევან ბენდი ანიშვილი
14 მაისი 2024 13:16
2
“თანამედროვე”ფეხბურთს თუ თვალყურს ადევნებ, იამალის თამაშს უყურე,ისიც გარემარბია სხვათაშორის ხოდა როგორ დარბისხ წინ და უკან თავის ფლანგზე და შეადარე კცარაცხელია რომელიც ართმევაზე და დაცვით მოქმედებაში არაფრის გამკეთებელი არაა.
ლადო
14 მაისი 2024 13:55
10
რავი, მე წავიდოდი :)
ვვვ
13 მაისი 2024 21:24
1
ქართველის გაუმაძღრობას და საკუთარ თავზე ფიდი წარმოდგრნის ქონას,საზღვარი არა აქვს.ტიპი 3-4 თვეში ერთ კინკილა გოლს თუ შეაგდებს და ხელად ვარსკვლავობას კი არა მეგა ვარსკვლავობას ვაბრალებთ.არადა ერთი საშუალო დონის ფეხბურთელია.მერომ ლაურენტისი ვიყო,მაგ 1,5 მილიონსაც არ მივცემდი.არ იმსახურებს მეტს და მაგიტომ.ლაურენტისმა უმჯობესია ჟორჟიკას დაადგას თვალი.იაფადაც შეიძენს და გოლების კორიანტელსაც დააყენებს.თან 8 მილიონსაც არ მოითხოვს.კვარაცხელია არის საშუალო დონის ფეხბურთელი.არც ვარსკლავია და არც მეგავარსკვლავი,როგორსაც ზოგიერთები გვიხატავენ.ჯერ ჯერობით ასეა.უფრო რეგრესისკენ მიდის,ვიდრე პროგრესისკენ.
ჯანაშია ვაგნერი.
14 მაისი 2024 01:03
91
თუ არაფერი არ არის, მაშინ ფასს 120-130 მილიონს რად ადებს?
გია
14 მაისი 2024 03:29
1
მიქაუტაძეს,3 მილიონი აქვს ხელფასი და აიაქსში,სკამზე ეჯდათ.ახლაც,ხელფასის ნახევარს,აიაქსი უხდის,გასაყიდი ფასი კი რამდენი აქვსო-10 მილიონი?შეადარე მისი ხელფასი კვარას ხელფასს,მისი გამოსასყიდი,კვარას გამოსასყიდს და კარგად დაინახავ,რამდენად კაბალური კონტრაქტი აქვს დადებული.ეს არის განსხვავება,კარგ და ცუდ აგენტს შორის.
სოსო
14 მაისი 2024 08:56
0
ყველა გამოხმაურება
კვარა ყოფილა რეგრესის გზაზე და არ ცოდნია არც ლოურენტისს, არც ლუის ენრიკეს და '''მამენტ,, არც არავის კაცო:) კვარა მაგარი ხარ, ლუზერები იხევიან ბოღმით, ეს მაგათი სტილია:) კვარა ქართველი ერის სიამაყე!!!
ბექა
14 მაისი 2024 10:10
7
130 მილიონს,არც პსჟ გადაიხდის.სწორედ ამიტომ დაადო ასეთი ფასი,დე ლაურენტისმა,გუნდის ყველაზე დაბალხელფასიან ფეხბურთელს.არც პსჟ-ა მაინც და მაინც სახარბიელო გუმდი,მაგრამ ნაპოლის ათასჯერ სჯობია.ჩემპიონი მაინც გახდება და ჩემპიონთა ლიგაზეც სისტემატურად ითამაშებს.მთავარი მაინც ნაპოლიდან გამოღწევაა,ამ წუთში.საკითხავი ის არის,გადაიხდის ნაპოლი,მაგდენ გამოსასყიდს?ძალიან მეეჭვება.პსჟდან წასვლა,უფრო ადვილი იქნება,საჭიროების შემთხვევაში.ამითაც სჯობია ნაპოლის.
სოსო
13 მაისი 2024 23:29
3
სადაც კითხვას ვსვამ,გადაიხდის ნაპოლი ასეთ თანხას?ნაპოლის ნაცვლად,პსჟ უნდა მეწეროს.პოსტის ტექსტიდან გამომდინარე,ყველა მიხვდება,რომ შეცდომით დავწერე,მაგრამ მაინც ბოდიშს ვიხდი.
სოსო
14 მაისი 2024 11:42
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული