Il Mattino: პსჟ მზადაა კვარაცხელიას 8-მილიონიანი ხელფასი შესთავაზოს

AutoSharing Option
Il Mattino-ს ცნობით, პსჟ მზადაა "ნაპოლის" ხვიჩა კვარაცხელიაში 80 მილიონი ევრო შესთავაზოს, თუმცა ეს თანხა ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისისთვის, რა თქმა უნდა, საკმარისი არაა.

გამოცემა წერს, რომ დე ლაურენტისი კვარაცხელიას 130 მილიონ ევროზე ნაკლებად ვერ შეელევა. მეტიც, საერთოდ არ უნდა მისი გაშვება. ფეხბურთელის აგენტი აურელიოს მალე შეხვდება და სეზონური 1.5-მილიონიანი ხელფასის 6 მილიონამდე გაზრდას მოსთხოვს. სავარაუდოდ, "ნაპოლი" ანაზღაურების ბონუსებიანად 5 მილიონამდე მომატებას დათანხმდება.

აღნიშნულია, რომ "პარი სენ ჟერმენში" გადასვლის შემთხვევაში, ქართველის ხელფასი 8 მილიონი იქნება. ამ ინფორმაციას TuttomercatoWeb-ი
ადასტურებს.

"ეკიპი" კი იტყობინება, რომ პარიზულ გუნდში კვარაცხელიას გადაყვანით პირადადაა დაინტერესებული გუნდის მწვრთნელი ლუის ენრიკე და მან აგრეთვე კლუბის ხელმძღვანელობას ვიქტორ ოსიმენის (ნაპოლი), რაფაელ ლეაოს (მილანი) და ბერნარდო სილვას (მანჩესტერ სიტი) ტრანსფერების განხორციელება სთხოვა. მათი გამოსასყიდი ფასი, შესაბამისად, 130, 175 და 58 მილიონია.

მკითხველის კომენტარები / 34 /
კარგი იქნებოდა. პსჟ-ს ლიგის მოგების შანსი ყოველთვის აქვს. საფრანგეთის ჩემპიონობას ისედაც ვერავინ წაართმევს. საქართველოში არ უყვართ რატომღაც ეს გუნდი. 80% რეალის ან ბარსელონას გულშემატკივარია.
დავით 67
22:29 13-05-2024
3
ნაპოლში დარჩენა ჩემი აზრით დიდი შეცდომა იქნება. პსჟ მარტო დიდი ხელფასი არაა, პსჟ უკვე დიდი ხანია გრანდი ნაპოლისგან განსხვავებით. რატომღაც ნეჯერა წელს ფინალში გავიდოდა, წელს თუ ვერ შეძლო მომავალ სეზონში შეძლებს კვარასთან ერთად. ნაპოლიმ 33 წლის შემდეგ იზეიმა ჩემპიონობა და პსჟც სანუკვარ გამარჯვებას ლიგაზე მჯერა კვარასთან ერთად მიაღწევს. ჩვენი ბიჭი წარნატების თილისმაა ყველგან ნაპოლშიც, ნაკერბშიც და ასევე იქნება პსჟ-ში. წარმატება კვარას.
G.LA
21:06 13-05-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული