გაირკვა, რა თანხას მოსთხოვს "ვალენსია" მამარდაშვილში "ნიუკასლს" - ქართველი ბარახამ შეაქო

AutoSharing Option
"სოსიედადთან" სან-სებასტიანში 17 მაისს ჩასატარებელი ლა ლიგის 36-ე ტურის მატჩის წინ, პრესკონფერენციაზე, "ვალენსიას" მწვრთნელმა რუბენ ბარახამ მეკარე გიორგი მამარდაშვილი შეაქო:

"ყველაფერი დამოკიდებულია მის შედეგებსა და უნარებზე, რასაც მოედანზე აჩვენებს. უმაღლესი კლასის მეკარე, რაც ლოგიკურად, უკეთეს გუნდად გვაქცევს, უფრო კონკურენტუნარიანი და გადამწყვეტია, რამეთუ თავისი სეივებით ქულები მოაქვს. რაც ამ სეზონში გააუმჯობესა, საკმაო სტაბილურობაა. როგორც ყველამ, გიორგიმაც შეიძლება შეცდომა დაუშვას, მაგრამ მისი პროგრესი ცხადია და ეს ყველაფერი პროცესის ნაწილია. ყველა მოლოდინს გადააჭარბა, ყველა დონეს და შესანიშნავია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია".

"მარკას" ცნობით,
მამარდაშვილის სამსახურით "ნიუკასლია" დაინტერესებული. "ვალენსია", სავარაუდოდ, 40 მილიონ ევროდ დააფასებს და ინგლისური კლუბისთვის ამ თანხის გადახდა პრობლემას არ წარმოადგენს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
რაოო!! კვარა უკვე გაყიდეთ პსჟ-ში 150 მლ-ონად და 8-მლ-იანი ხელფასიც დაუნიშნეთ ბონუსების გარეშეე თუ ფანტაზია და ფეიკ-ჭორები გამოგელიათ...იქნებ ამ ბიჭს მაინც შეეშვათ და თავი დაანებოთ ამ ციფრების ბრახა-ბრუხს-რამდენს იხდიან ან რა ოდენობის ხელფას სთავაზობენ.....რა 40 მლ-ნი?,იქნებ დამისახელოთ, რომელ დამწყებ მეკარეში გადაუხდიათ 40 მლ-ნი,რომელსაც ერთი მატჩიც არ აქვს ჩატარებული ჩ/ლიგასა და სხვა ევროტურნირზე, ან დიდ საფეხბურთო ტურნირზე. მისი კარიერისთვის გადამწყვეტი იქნება თუ როგორ წარმოაჩენს თავს კარსმომდგარ ევროზე, დღემდე ტოპ გუნდებიდან,მხოლოდ ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ უთამაშია და ორ შეხვედრაში 10 გოლი გაუშვა. ის მხოლოდ 23 წლისაა და ფაქტიურად ეხლა იწყებს,მას ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს დასახვეწი და აუცილებლად უწყვეტი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, რაც ვალენსიაში აქვს და ერთი ორი სეზონი თუ დარჩება,პროგრესირებას გააგრძელებს,ამასთან გამოცდილებასაც აკრიფავს მართლაც შეიძლება ტოპ კლასის მეკარე დადგეს....
kasho
10:34 16-05-2024
12
ესპანეთის თამაშის სტილს კარგად მოერგო ეს ბიჭი. ატლეტიკოსთვის ძალიან კარგი შენაძენი იქნება. პრემიერ ლიგა არა მგონია. თუმცა ჩემი აზრია მხოლოდ. წარმატებები ჩვენს მეკარეს!
მერაბი
09:20 16-05-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული