გაირკვა, რა თანხას მოსთხოვს "ვალენსია" მამარდაშვილში "ნიუკასლს" - ქართველი ბარახამ შეაქო

AutoSharing Option
"სოსიედადთან" სან-სებასტიანში 17 მაისს ჩასატარებელი ლა ლიგის 36-ე ტურის მატჩის წინ, პრესკონფერენციაზე, "ვალენსიას" მწვრთნელმა რუბენ ბარახამ მეკარე გიორგი მამარდაშვილი შეაქო:

"ყველაფერი დამოკიდებულია მის შედეგებსა და უნარებზე, რასაც მოედანზე აჩვენებს. უმაღლესი კლასის მეკარე, რაც ლოგიკურად, უკეთეს გუნდად გვაქცევს, უფრო კონკურენტუნარიანი და გადამწყვეტია, რამეთუ თავისი სეივებით ქულები მოაქვს. რაც ამ სეზონში გააუმჯობესა, საკმაო სტაბილურობაა. როგორც ყველამ, გიორგიმაც შეიძლება შეცდომა დაუშვას, მაგრამ მისი პროგრესი ცხადია და ეს ყველაფერი პროცესის ნაწილია. ყველა მოლოდინს გადააჭარბა, ყველა დონეს და შესანიშნავია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია".

"მარკას" ცნობით,
მამარდაშვილის სამსახურით "ნიუკასლია" დაინტერესებული. "ვალენსია", სავარაუდოდ, 40 მილიონ ევროდ დააფასებს და ინგლისური კლუბისთვის ამ თანხის გადახდა პრობლემას არ წარმოადგენს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ესპანეთის თამაშის სტილს კარგად მოერგო ეს ბიჭი. ატლეტიკოსთვის ძალიან კარგი შენაძენი იქნება. პრემიერ ლიგა არა მგონია. თუმცა ჩემი აზრია მხოლოდ. წარმატებები ჩვენს მეკარეს!
მერაბი
09:20 16-05-2024
1
ბრავო მამარდას მართლაც დიდი პროგრესი სახეზეა. იმედია ევროპაზეც გვასახელებს და ვალენსიის მსგავსად ქულებს მოგვაპოვებინებს. წარმატება მამარდას.
G.LA
04:05 16-05-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული