ხვიჩას დიდოსტატური გოლი - "ნაპოლი" "ფიორენტინას" დაუზავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 37-ე ტურში „ფიორენტინას“ და „ნაპოლის“ მატჩი 2:2 დასრულდა.

სტუმრები დებიუტში უკეთესად გამოიყურებოდნენ და რაჰმანიმ დააწინაურა, რომელმაც კუთხურიდან პოლიტანოს ჩაწოდებულ ბურთს თავით ტერაჩანოს კარში მიუჩინა ადგილი. კვარაცხელია აქტიური იყო, სამჯერ სცადა გატანა, მაგრამ მიზანს ვერ უწია. აქედან მოყოლებული მასპინძლები უპირატესობას დაეუფლენ და ბირაგიმ საჯარიმოდან ანგარიში გაათანაბრა, ცოტა ხანში კი ნზოლამ ფლორენციელები წინ გაიყვანა. ამ ორ გოლს შორის ხვიჩამ ყვითელი ბარათი მიიღო.

მეორე ტაიმში თამაში ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, მეკარე მერეტმა თავისი გუნდი გადაარჩინა, „კვარამ“ ბურთი კარს ააცილა. ქართველს ყურადღებით მეურვეობდნენ, ერთი
იერიშისას ორჯერ წააქციეს და საჯარიმოდან თქვენი მოწონებული გაუტანა ტერაჩანოს. მერე პოლიტანოს დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, რაჰმანის დუბლის შესრულებასთან ცოტა დააკლდა. 81-ე წუთზე ბელოტი საჯარიმოში ლობოტკასთან ბურთზე ბრძოლაში წაიქცა, მსაჯმა ჯერ პენალტი დანიშნა, მაგრამ ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გააუქმა. სწრაფი კონტრიერიშისას მანდრაგორმა კვარაცხელია წესების დარღვევით შეაჩერა და ყვითელი ბარათი მიიღო. ხვიჩა 86-ე წუთზე ლინდსტრიომმა შეცვალა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

კვარაცხელიამ 8 მარტის შემდეგ პირველად გაიტანა და რვამატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა - მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე 33 მატჩში 11 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

„ნაპოლი“ 52 ქულით მეცხრე ადგილზეა და 26 მაისს, ბოლო ტურში „ლეჩეს“ უმასპინძლებს.

ფლორენცია. „არტემიო ფრანკი“
ფიორენტინა - ნაპოლი 2:2
გოლები: 0:1 რაჰმანი (8), 1:1 ბირაგი (40), 2:1 ნზოლა (42), 2:2 კვარაცხელია (57)

altდღეს "ნაპოლი" მერვეზე გადასვლას ეცდება - მოქმედი ჩემპიონი, ფაქტობრივად, ევროპერსპექტივის გარეშე...

მკითხველის კომენტარები / 5 /
მიდი ხვიჩა, ამ გოლის მერე შეგიძლია შემდეგი ექვსი თამაში ჩამოიძინო ისევე. მერე კიდევ ერთს შეაგდებ და ამასობაში კი გახდები 30 წლის
ილია
18 მაისი 2024 11:27
18
ამ მწვრთნელის ვერ გამიგაი გუნდს მოგება უნდა და კბარა გაყავს რომელიც საუკეთესოა გუნდში რაქვია ეხლა მაგას ?
ნიკა
18 მაისი 2024 02:33
3
ნაპოლეონ, რაო კვარა არ შემდგარიაო?
პენალს არ ურტყამსო და არც/აღარც არტყმევინებენო ?
"რაის" ვარსკვლავი, ერთი არშემდგარი ფეხბურთელია და მარტო რაღაც, ვიღაც სექტანტებს მოსწონთო და ა.შ. ?!
სულ ფეხებზე მკიდია პოლიტიკაც და სექტანტებიც, მარა...
ნაპოლეონ, ისე ვატყობ ის სექტანტები, თუ მაფიოზები, ფეხბურთში შენზე კარგად და ადექვატურად ერკვევიან...
ჰოდა, თუ პოლიტიკაშიც ასევე არიან ...
მოკლედ, მეტი აღარ დაწერო ასეთი "ანალიტიკური" კომენტარი , სექტის რეკლამა გამოგივიდა ... :)))
დაისვენეთ "ნაპოლეონებო" !
და- ი- სვე- ნეთ !
--------------------
შენ გაიხარე ხვიჩა კვარაცხელია !
საქართველოს გაუმარჯოს !



ნაპოლეონ! ჰაი, ნაპოო...
18 მაისი 2024 01:11
6
ცარიელ თოფის ამბავი.....მოცილდეს უნდა მაგ ნაპოლს თორემ წელწადში ერთხელ რაღაც გამოუვა
თოფი
18 მაისი 2024 09:53
10
ვფიქრობ 2-2 ლოგიკური შედეგია, თუმცა ფიორეს პირველი გოლი (ჯარიმით). არ იქნებოდა თუ წინა მომენტში კვარაზე ჯარიმას დანიშნავდა, არადა ნაღდი ჯარიმა იყო. ვარის ოთახმა გაატარა რატომღაც. ისე ორივე გოლი მერეტის ბრალი იყო, განსაკუთრებით მეორე. ხვიჩამ რა თქმა უნდა ოსტატურად შეასრულა ჯარიმა. მსაჯი მაგარი იდიოტი იყო. ორივე გუნდის მიმართებაში უშვებდა შეცდომებს.
დავით 67
18 მაისი 2024 00:54
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული