"უნდა გაიზარდოს, ყოველთვის უნდა ეცადოს, რომ დაცვაშიც ითამაშოს, მაგრამ..." - რა თქვა კალცონამ კვარაცხელიაზე?

AutoSharing Option
სერია A-ს 37-ე ტურში "ფიორენტინამ" "ნაპოლის" უმასპინძლა, "პაეტენოპეის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ 57-ე წუთზე ჯარიმიდან ულამაზესი გოლის გატანა მოახერხა და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ ქართველის შესახებ ისაუბრა.

"კარგი მატჩი გამოვიდა, ჩემი ფეხბურთელების თამაში განსაკუთრებით პირველი 30 წუთის განმავლობაში მომეწონა. გაშვებული გოლის შემდეგ კონცენტრაცია დავკარგეთ, თუმცა მეორე ტაიმში შეხვედრის მოგებაც კი შეგვეძლო.

რაც შეეხება ხვიჩას, გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ზოგჯერ ვერ ახერხებს, რომ თავისი საუკეთესო თამაში აჩვენოს, მაგრამ ყოველთვის მონდომებულია. ის ნამდვილი ჩემპიონია, უნდა
გაიზარდოს, მუდმივად უნდა ეცადოს, რომ დაცვას დაეხმაროს, მაგრამ ჯერ მხოლოდ 23 წლისაა", - განაცხადა კალცონამ.

alt"კვარამ" შხამიანი კომენტარების ავტორებს უპასუხა - ბალისტიკური რაკეტაა და მასზე ყასბები ნადირობენ" - რა ითქვა ნამატჩევს

alt"რასაც კვარაცხელიას უკეთებენ, სირცხვილია" - იტალიელმა ჟურნალისტმა ქართველზე ისაუბრა

altორივე გუნდიდან საუკეთესო - როგორი შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "ფიორენტინასთან" მატჩში?

altხვიჩას დიდოსტატური გოლი - "ნაპოლი" "ფიორენტინას" დაუზავდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 20 /
რომ გაიზარდოს ჯიგარო,მაღალი დონის გუნდში უნდა ითამაშოს და მწვრთნელიც მაღალი დონის უნდა ჰყავდეს.ამ სასტავში მესიც ვერ გამოავლენდა თავის თვისებებს.როცა მაღალი დონის პარტნიორები გყავს,შენც ავლენ შენს საუკეთესო თვისებებს.ამიტომ ვიძახი,ხვიჩა გაიქეცი აქედან თუ გაქვს რომელიმე დიდი გუნდის ვარიანტი.
მირო
18 მაისი 2024 13:44
3
კვარაცხელიას დაცვის დახმარებისკენ როცა მოუწოდებენ, ამით აღიარებენ რომ დაცვა არაფრად უვარგათ, და ავიწყდებათ რომ კვარა მცველი არაა, და წინ და უკან სირბილში უამრავ ენერგიას და შედეგად ეფექტურობას კარგავს. ამიტომ კვარა უნდა წავიდეს ნაპოლიდან და ითამაშოს ისეთ კლუბში, სადაც მის ნიჭს მეტი გასაქანი ექნება! მე ასე ვფიქრობ.
Irakli
18 მაისი 2024 13:33
5
ასიანი სიმართლეს ამბობ ძმაო,მაგრამ ვინ უყურებს ამას. თავი მაღალი დონის მწვრთნელები და ფეხბურთელები გონიათ. ვერ იყენებენ კვარას მაღალ დონეს,წესირ პასს ვერ უკეთებენ და თუ უკეთებენ პასს დაგვიანებულად, ამიტომაც უნდა გადავიდეს მაღალი დონის რომელიმე გუნდში.
კახა
18 მაისი 2024 16:57
3
ისინი ე.ი უცხოელები მიდიან აი თქვენ ქართველები ვინც წერით კომენტარებში რომ ტყიბულის მეშახტეშია მისი ადგილი და ესეთები ხომ ჩაგაჭედათ პირდაპირ მუ...ში ბანძებო.
კახა
18 მაისი 2024 12:40
5
რა იყო აგეწვა? შენ გაშლილ ქოლგასაც აიტან!
კახა
18 მაისი 2024 15:39
4
გაზრდილხარ კახა და ბაჯაღლო გამხდარხარ..ოოზუსტად ის ბაჯაღლო.მსგავს არავინ არ წერს სლბათ შენ წერ
კახა-ს
18 მაისი 2024 13:45
1
ისე კალცონ იქნებ ცენტრალურ მცველად დაეყენებინა....კიდე უფრო უკეთესი იქნებოდა დაცვაში.
კახა
18 მაისი 2024 10:26
6
23 წლის ფეხბურთელი უკვე გაზრდილია!
aburjga
18 მაისი 2024 10:05
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული