"უნდა გაიზარდოს, ყოველთვის უნდა ეცადოს, რომ დაცვაშიც ითამაშოს, მაგრამ..." - რა თქვა კალცონამ კვარაცხელიაზე?

AutoSharing Option
სერია A-ს 37-ე ტურში "ფიორენტინამ" "ნაპოლის" უმასპინძლა, "პაეტენოპეის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ 57-ე წუთზე ჯარიმიდან ულამაზესი გოლის გატანა მოახერხა და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ ქართველის შესახებ ისაუბრა.

"კარგი მატჩი გამოვიდა, ჩემი ფეხბურთელების თამაში განსაკუთრებით პირველი 30 წუთის განმავლობაში მომეწონა. გაშვებული გოლის შემდეგ კონცენტრაცია დავკარგეთ, თუმცა მეორე ტაიმში შეხვედრის მოგებაც კი შეგვეძლო.

რაც შეეხება ხვიჩას, გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ზოგჯერ ვერ ახერხებს, რომ თავისი საუკეთესო თამაში აჩვენოს, მაგრამ ყოველთვის მონდომებულია. ის ნამდვილი ჩემპიონია, უნდა
გაიზარდოს, მუდმივად უნდა ეცადოს, რომ დაცვას დაეხმაროს, მაგრამ ჯერ მხოლოდ 23 წლისაა", - განაცხადა კალცონამ.

alt"კვარამ" შხამიანი კომენტარების ავტორებს უპასუხა - ბალისტიკური რაკეტაა და მასზე ყასბები ნადირობენ" - რა ითქვა ნამატჩევს

alt"რასაც კვარაცხელიას უკეთებენ, სირცხვილია" - იტალიელმა ჟურნალისტმა ქართველზე ისაუბრა

altორივე გუნდიდან საუკეთესო - როგორი შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "ფიორენტინასთან" მატჩში?

altხვიჩას დიდოსტატური გოლი - "ნაპოლი" "ფიორენტინას" დაუზავდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 20 /
მეკარეობაც ხომ არ შეითავსოს?
Რაგბის ფანი
23:19 18-05-2024
1
როგორც ჩანს იტალიელებმა ჩემგან გადაიღეს
“დაცვას მიხედე ხვედელიძე”
ბონდო დოლაბერიძე (ფეოლა)
21:46 18-05-2024
0

სიახლეები პოპულარული