კიტეიშვილის "შტურმი" ავსტრიის ჩემპიონი გახდა

AutoSharing Option
ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო, 32-ე ტურში „შტურმმა“, რომელსაც ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული ოთარ კიტეიშვილი დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარა, საკუთარ მოედანზე კლაგენფურტის „აუსტრია“ 2:0 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

პარალელურ მატჩში „ზალცბურგმა“ სახლში ლასკ-ი 7:1 გაანადგურა და „შტურმი“ ჩემპიონი მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში გახდებოდა. მასპინძლები განუწყვეტლივ უტევდნენ და 69-ე წუთზე მცველმა გრეგორი ვიუტრიხმა თავისი გუნდი დააწინაურა. რის შემდეგაც დაცვაში ჩადგნენ და მათი კარი ძელმა იხსნა. თუმცა შეცვლაზე შესულმა 18 წლის ამადი კამარამ ბოლოს მეტოქის კარი დალაშქრა და გრაცელებმა ქვეყნის პირველობაზე „ზალცბურგის“ ათწლიანი ჰეგემონია დაასრულეს.

„შტურმმა“
1999 წლის შემდეგ პირველად გაიფორმა ოქროს დუბლი.

კიტეიშვილმა ტურნირზე 25 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

გრაცი. „მერკურ არენა“
შტურმი - აუსტრია (კ) 2:0
გოლები: 1:0 ვიუტრიხი (69), 2:0 კამარა (90)

მკითხველის კომენტარები / 12 /
თასი, ჩემპიონობა და ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული! სიტყვები ზედმეტია, ბრავო კიტე!
ალექს
21:02 19-05-2024
0
გილოცავ კიტე. მომავალში ბუნდესლიგაში გელოდებით. ღმერთი შენსკენ
roma bejanidze
21:14 19-05-2024
0

სიახლეები პოპულარული