მიქაუტაძისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა

AutoSharing Option
"აიაქსიდან" "მეცში" განათხოვრებულ გიორგი მიქაუტაძეს, დიდი ალბათობით, ამსტერდამული კლუბი ზაფხულში გაყიდის, 23 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლაში "მონაკო" დაწინაურდა, ამის შესახებ ინფორმაციას Footmercato ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ქართველი ფეხბურთელის წარმომადგენლები ფრანგულ კლუბთან პირად კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ბოლო რამდენიმე საათში პროგრესს მიაღწიეს.

გამოცემის ინფორმაციით, "აიაქსი" მიქაუტაძის სანაცვლოდ 15-დან 20 მილიონ ევრომდე ითხოვს, დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, "მონაკომ" ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 67 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილავთ.

მიქაუტაძემ "მეცის" მაისურით გამართულ 20 მატჩში 13 გოლის გატანა მოახერხა.

alt

მიქაუტაძეს ნავასმა არ გაატანინა - "მეცი" პსჟ-სთან დამარცხდა, მაგრამ ლიგა 1-ში დასარჩენად იბრძოლებს [VIDEO]

alt"მინდა "აიაქსში" დაბრუნდეს" - არველაძემ მიქაუტაძეზე ისაუბრა

alt"კონტროლი დავკარგეთ" - მიქაუტაძე "სტრასბურთან" მატჩის შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 12 /
რუსი ოლიგარქია მონაკოს პრეზიდენტი
ეგეთ გუნდში როდის იყო ქართველს გაუქაჩია
დაალპობენ სკამზე
asd
23 მაისი 2024 15:00
5
როგორ მინდა ჩვენი ჟორჟი ლიგაზე. ნეტავ მართლა მონაკოში გადავიდეს. წარმატებას ვუსურვებ ჟორჟს.
G.LA
22 მაისი 2024 22:41
0
თან მონაკო 2 ფორვარდით თამაშობს და მუდმივად მიეცემა შანსი. ის კი არა ვფიქრობ ძაან მალევე გახდება ლიდერი. ლიონის ვარიანტი არ მომწონს, რადგან იქ ლაკაზეტი ყავთ, რომელიც მათთვის ყველაფერია და 1 თავდამსხმელით თამაშობენ.
იდეალური ვარიანტია მონაკო
Superman
22 მაისი 2024 17:38
3
ამათ ბენეიდერი ყავთ კაპიტანია თან,ისაა რომ დაბალი ფორვარდით სუ თამაშიბს მონაკო და თუ ათამაშეს 20 ზე ნაკლებს არ გაიტამს.უბრალოდ შეცდომა აღარ უნდა დაუდვას და მწვრთნელს თუ არ უნდა ისე არ უნდა წავიდეს არსად!!
მირო
22 მაისი 2024 19:20
0
ძირითადისთვის ჭირდებათ თუ ზამენაზე? მეცში ძირითადი კი არა მეფეა.
უნდა წავიდეს, მაგრამ
22 მაისი 2024 17:29
2
თუ არ გავარდა მეცი უნდა დარჩეს სადაცაა.
მონაკოში სკამს ახეხინებენ
გენა
22 მაისი 2024 21:38
9
შესანიშნავი ვარიანტი. ლიგა 1 ის მეორე ადგილოსანი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. ასეთ კლუბში ძირითადიში მოხვედრის შანსიცაა და თავის გამოჩენისთვისაც იდეალური პლაცდარმი. კარგია ისიც, რომ არც ქვეყანა შეეცვლება, არც სასაუბრო ენა და არც გარემო.
pablo
22 მაისი 2024 17:20
1
სხვა ქვეყანაა პოლიტიკურ რუკაზე, საფეხბურთოზე საფრანგეთია, შარზე თუ არ ხარ რა თქმა უნდა:)
pablo
22 მაისი 2024 22:23
0
მონაკო სქვა ქვეყანაა!
გუჯა
22 მაისი 2024 17:47
11
აიაქსის უნამუსობას არ აქვს საზღვარი ბიჭი განადგურების პირას მიიყვანა ბოლონიმ გვერდში დაუდგა გაამხნევა დავარდნილი რეიტინგი ააწევინა და ეხლა 20 მილიონს ითხოვს.
გიორგი
22 მაისი 2024 16:21
0
იდეალური ვარიანტია!
Zaza
22 მაისი 2024 16:01
2
ვავა ძაან კარგი, გაასწორებს მაგრად.
kesha
22 მაისი 2024 15:59
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული