"მისი ტრანსფერის საკითხზე უახლოეს დღეებში ლიგა 1-ის და სერია A-ს გამორჩეულ კლუბებს ვხვდები" - ჯუღელმა აზაროვზე ისაუბრა

AutoSharing Option
"შახტარის" განაპირა მცველის, ირაკლი აზაროვის შესახებ საფეხბურთო აგენტმა მამუკა ჯუღელმა Geo Team-თან ისაუბრა. მისი თქმით, ირაკლის საქართველოს ნაკრების სიაში ვერმოხვედრა მისთვის სიურპრიზია, რაც შეეხება ფეხბურთელის საკლუბო კარიერას, ირაკლი შესაძლოა, სულ მალე ტოპ ჩემპიონატში ვიხილოთ.

"ეს ამბავი შენგან გავიგე, არც ველოდებოდი, სიაში რომ არ იქნებოდა. ირაკლი "შახტარში" გამორჩეული ფეხბურთელია, რომლის ტრანსფერის საკითხზეც უახლოეს დღეებში საფრანგეთის ლიგა 1-ის და სერია A-ს გამორჩეულ კლუბებს ვხვდები, ჩანიშნულია შეხვედრა შოტლანდიის ყველაზე ტიტულოვან გუნდთანაც.
ჩემთვის აზაროვი საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და არამარტო, მის პოზიციაზე საუკეთესოა უკრაინაშიც.
მჯერა, აზაროვი საბოლოოდ მოხვდება იქ, სადაც მისი ადგილია" - გვითხრა მამუკა ჯუღელმა.

თუ ირაკლი აზაროვი 26 კაციან სიაში ვერ ხვდება, მიხარია, ნიშნავს, რომ ევროპის ჩემპიონატის მოგებას ვუმიზნებთ.
ეს არის მწვრთნელის გადაწყვეტილება, შეიძლება ჩვენ ვერ ვერკვევით ფეხბურთში ისე, როგორც თავად უყურებს. ყველა ქართველის მოვალეობაა, ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს ქვეყანას მთელი გულით ვუგულშემატკივროთ", - განაცხადა ჯუღელმა Geo Team-თან ინტერვიუში.


alt"მისი განაცხადს მიღმა დატოვება ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო" - რა განაცხადა სანიოლმა აზაროვზე?

altსანიოლის სია - ვინ მოემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის და იქნება განაცხადში

მკითხველის კომენტარები / 21 /
არაუშავს ხალხო
აზაროვი კი არა
ჰუმელსი დარჩა ევროს გარეშე :)
ხდება ხოლმე. ასე თვლის სანიოლი
ფაქტი ისაარ ომ ჩვენ კი გვინდა აზაროვი ნაკრებში მაგრამ
ვერცერთი ჩვენთაგანი იმასაც ვერ ვიტყვით რომ წიტა და შენგელია არ უნდა იყვენენ :)
9
მიროს - 100% ხარ, აქ მაგას არავინ არ მიაქცია ყურადღება, არც გველესიანს, კანკავას, და ქვილითაიას ამ ციკლში არანაირი დამსახურება არა აქვთ იმ შედეგთან რაც დადგა, აზაროვმა რაც გამოჩნდა ნაკრებში, კვარასთან იდეალური დუეტი შექმნა და ბევრად უადვილებდა შეტევაში თამაშს, ერთად დიდი დრო აქვთ გატარებული დინამოშიც და ასაკობრივებშიც და მათი ურთიერქმედება თვალსაჩინო იყო. სწორედ ეგ არის საწყენი და მეტი არაფერი, თორემ ვილიმ თუ შედეგი დადო ისევ, არავის არ გაახსენდება ეს ყველაფერი, აზაროვისათვის კი შეიძლება მთელი კარიერის ტრავმად იქცეს. ვარჯიში და ბრძოლა გააგრძელოს, ნიჭიერი ბიჭია არ დაიკარგება.
ATP 16
01:09 23-05-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული