"შახტარმა" "სელტიკს" აზაროვის ტრანსფერზე თავის მოთხოვნა წაუყენა - ახლა გადაწყვეტილება გლაზგოელებმა უნდა მიიღონ

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" ქართველი მცველის ირაკლი აზაროვის აგენტმა მამუკა ჯუღელმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მისი კლიენტის შეძენით შოტლანდიური გრანდი "სელტიკია" დაინტერესებული.

Inside Celtic ახლა უფრო შორს წავიდა და სავარაუდო ტრანსფერის დეტალები გაამხილა. წყარო წერს, რომ გუნდები ერთმანეთს უკვე დაუკავშირდნენ და მოსალოდნელ გარიგებაზეც დაილაპარაკეს, უკრაინული მხარე კი შოტლანდიელებისგან 22 წლის ჩვენებურის სანაცვლოდ 5 მილიონ ფუნტს ითხოვს.

ინფორმაციისთვის, აზაროვის გადაბირებით საფრანგეთის ლიგა 1-ისა და იტალიის სერია A-ს გუნდებიც ინტერესდებიან.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მცველი ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატზე არ წაიყვანა.

alt"მისი ტრანსფერის საკითხზე

უახლოეს დღეებში ლიგა 1-ის და სერია A-ს გამორჩეულ კლუბებს ვხვდები" - ჯუღელმა აზაროვზე ისაუბრა
მკითხველის კომენტარები / 26 /
5 მილიონი ცოტაა
არც ისეტი განსაკუთრებული ყოფილა აქ რომ ამბავი ატყდა რატომ არ გამოიძახა სანიოლმაო :)
d
24 მაისი 2024 12:47
19
ყველანაირი მიკერძოების გარეშე დავწერ რომ შენგელიაც და წიტაიშვილიც უფრო მაღალი კასის მოთამაშეები არიან ვიდრე აზაროვი.
სანიოლს ვეთანხები არჩევანში
განსაკუთრებით წიტაიშვილი, ტექნიკური და კრეატიული მოტამაშეა, თანაც მოაზროვნე
აზაროვს აქვს სისწრაფე კრეატივი ნოლი :)
ეგ რომ მაღალი კლასის მოთამაშე იყოს 5 მილიონი არ ეღირებოდა
შახტარი თავის მოთამაშეებს 50 მილიონად ყიდის და უფრო მეტ ფასში
L.J .-ეს
24 მაისი 2024 14:01
14
Ra magrad gadaob,Shegelias da Witaishvilis pasi gaige da mere ixumre....
L.J .
24 მაისი 2024 13:01
1
ახსნა არ აქვს აზაროვის გამოუძახებლობას. გარდა იმისა რომ შახტარში და ლიგაზე თამაშობს, ტაქტიკურად საჭირო იყო. 4 მცველია ნტაქტიკაზე ვერ გადავალთ რადგან მარცხენა მცველი არ გვყავს. კი შენგელია და წიტაშივილი კარგად თამაშობენ მაგრამ ვინგერები არიან და 3-5-2 ში ჯდებიან. გარდა მაგისა შენგელიას 2 თვიანი უთამაშებლობის მერე რა გარანტია რომ ფორმაში მოასწრებს შესვლას? იმედია კანკავას ნაცვლად გამოძახებს აზაროვს.
dato
24 მაისი 2024 12:46
1
კანკავას ნაცვლად აზაროვს დაიმატებს.
ნუგზარი
24 მაისი 2024 17:25
1
არავითარი ბრიტანეთი! საფრანგეთი ან იტალია…
ლაშა
24 მაისი 2024 12:44
7
Კაი ძმაო,გასაგებია,როგორც შენ იტყვი.
Ლაშას
24 მაისი 2024 15:36
0
სელტიკში გადადის, და ნაკრებში ადგილი არ მოიძნება. ტიპი ლიგაზე
მუდმივად თამაშობდა , სიმბოლურში შეიყვანეს. შენგელია რომელიც 2 თვეა უთამაშებელია რაღაც ბერძნულ მაიმუნ გუნდში თამაშობს. ანზორას მაგივრად გამოეძახებინა . რა მაყუთს უხდიან ამისთანას რომ
ანზორა ნაკრებში გამოიძახონ მითხრას ვინმემ ან ამიხსნანს. ერთი ლინკი ჩამიგდეთ რის გამოა ანზორა ნაკრებში. კაშია ან კანკავა? ყველაზე ნელი დაცვა ჩვენ გვეყოლება აგერ ნახეთ თქვენ!!
ცოტნე
24 მაისი 2024 11:34
4
სელტიკი არაა ცუდი ვარიანტი თუმცა საფრანგეთის ლიგა 1 და სერია A უკეთესი ვარიანტია, ნუ ევროსაგზურებისთვის მებრძოლ გუნდებს ვგულისხმობ.
წარმატებები
ბათუმელი ექსპერტი
24 მაისი 2024 11:30
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული