"შახტარმა" "სელტიკს" აზაროვის ტრანსფერზე თავის მოთხოვნა წაუყენა - ახლა გადაწყვეტილება გლაზგოელებმა უნდა მიიღონ

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" ქართველი მცველის ირაკლი აზაროვის აგენტმა მამუკა ჯუღელმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მისი კლიენტის შეძენით შოტლანდიური გრანდი "სელტიკია" დაინტერესებული.

Inside Celtic ახლა უფრო შორს წავიდა და სავარაუდო ტრანსფერის დეტალები გაამხილა. წყარო წერს, რომ გუნდები ერთმანეთს უკვე დაუკავშირდნენ და მოსალოდნელ გარიგებაზეც დაილაპარაკეს, უკრაინული მხარე კი შოტლანდიელებისგან 22 წლის ჩვენებურის სანაცვლოდ 5 მილიონ ფუნტს ითხოვს.

ინფორმაციისთვის, აზაროვის გადაბირებით საფრანგეთის ლიგა 1-ისა და იტალიის სერია A-ს გუნდებიც ინტერესდებიან.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მცველი ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატზე არ წაიყვანა.

alt"მისი ტრანსფერის საკითხზე

უახლოეს დღეებში ლიგა 1-ის და სერია A-ს გამორჩეულ კლუბებს ვხვდები" - ჯუღელმა აზაროვზე ისაუბრა
მკითხველის კომენტარები / 26 /
არავითარი ბრიტანეთი! საფრანგეთი ან იტალია…
ლაშა
24 მაისი 2024 12:44
7
Კაი ძმაო,გასაგებია,როგორც შენ იტყვი.
Ლაშას
24 მაისი 2024 15:36
0
კანკავას მაგივრად როგორ უნდა გამოიძახოს?,კანკავა საყრდენია,ნახევარმცველი,აზაროვი ფლანგის მცველი.
ლექსო
24 მაისი 2024 15:40
5
Ერთი უნდა გითხრა კიდევ ექსპერტო-შახტარში ნებისმიერი ბურთის მომწოდებელი ბიჭი სჯობია მაგ თქვენ აჯაფსანდალის ძირითადის მოთამაშეს.
Თქვენ მართლა ჩემპიონი ხო არ გგონიათ თავი?ხო აბა-საბურთალომ ნამდვილად წააგო პრედლაჟენიას გუნდთან.ან დილამ სამტრედიას ვერ მოუგო.დადგმული სპექტაკლები რო არის ეს ეროვნული ლიგა ცოტახანში ევროთასებზე გამოჩნდება
l.J.-Ს
24 მაისი 2024 15:40
11
5 მილიონი ცოტაა
არც ისეტი განსაკუთრებული ყოფილა აქ რომ ამბავი ატყდა რატომ არ გამოიძახა სანიოლმაო :)
d
24 მაისი 2024 12:47
19
Ra magrad gadaob,Shegelias da Witaishvilis pasi gaige da mere ixumre....
L.J .
24 მაისი 2024 13:01
1
ყველანაირი მიკერძოების გარეშე დავწერ რომ შენგელიაც და წიტაიშვილიც უფრო მაღალი კასის მოთამაშეები არიან ვიდრე აზაროვი.
სანიოლს ვეთანხები არჩევანში
განსაკუთრებით წიტაიშვილი, ტექნიკური და კრეატიული მოტამაშეა, თანაც მოაზროვნე
აზაროვს აქვს სისწრაფე კრეატივი ნოლი :)
ეგ რომ მაღალი კლასის მოთამაშე იყოს 5 მილიონი არ ეღირებოდა
შახტარი თავის მოთამაშეებს 50 მილიონად ყიდის და უფრო მეტ ფასში
L.J .-ეს
24 მაისი 2024 14:01
14
ქეცბაიას კი ასწავლიდი ჭკუას,ამასთან რა უფლება გაქვს მწვრთნელის გადაწყვეტილებაში ჩაერიო,თან ხომ ვილიმ გაიყვანა ნაკრები ევროპაზე.
ლაშა
01 ივნისი 2024 09:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული