"სამყარო გადაირია - მიდი, ხვიჩა "ბიჩო", გაექეცი დე ლაურენტისს" - რუსები კვარაცხელიას პსჟ-ში შესაძლო გადასვლაზე

AutoSharing Option
დღეს "გაძეტა დელო სპორტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ პსჟ მზადაა "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია 100 მილიონ ევროს შეიძინოს. ეს სიახლე sports.ru-მ გამოაქვეყნა და დიდი რეზონანსიც გამოიწვია. აი, რას წერენ რუსი გულშემატკივრები კომენტარებში, რომელთა ნაწილი შესაძლო ტრანსფერს ობიექტურად აფასებს, ნაწილი კი - პირიქით, ზიზღით, შურითა და ირონიით.

- პსჟ-ში საფონოვსა და ხვიჩას ველით.
- შეიხების სურვილი მაკრონის ცხვირწინ რუსეთის პრემიერლიგის დესანტის ორგანიზება, რა თქმა უნდა, ირონიულია.
- ხვიჩას თამაშით მთელი აღფრთოვანების მიუხედავად, მას მბაპემდე ბევრი უკლია.
- მბაპეს შეცვლა ყველას გაუჭირდება.
- ქართველის ჰეიტერი არ ვარ, მაგრამ
ძალიან გაპიარებულია. ზედმეტად სწორხაზოვანია და ტექნიკურადაც არაა ტოპი.
- პასუხი: კიკნაძე (ლოკომოტივის ყოფილი სპორტული დირექტორი, რომელმაც კვარაცხელია გუნდში არ დიტოვა), ეს შენ ხარ?
- მადლობა "გენიალურ" ხელმძღვანელ კიკნაძეს, კიდევ ერთხელ.
- ბათუმიდან პსჟ-მდე ორ წელიწადში 100 მილიონი, სამყარო გადაირია.
- პსჟ-ს კარგად პროგრესირებადი ბარკოლა ჰყავს, რაში სჭირდება ხვიჩა?
- იმისათვის: 1. ბარკოლა პროგრესირებს, მაგრამ საჭიროა აქ და ახლავე მზა მოთამაშე. 2.არის ასეთი რამ, რასაც როტაცია ჰქვია.
- ბარკოლა "ნაპოლიში" რომაა ლინდსტრიომი, თამაშით იმის ტყუპისცალია.
- თუ მართლაც უნდათ პარიზში მისი ნახვა, თავისუფლად გადაუხდიან 15-16 მილიონს. მბაპეს წასვლის შემდეგ სახელფასო განაკვეთიდან 40 მილიონი გამოუნთავისუფლდათ.
- "ნაპოლისთვის" 120 მილიონად მისი გაყიდვა გრანდიოზული წარმატება იქნება.
- თუ არ ვცდები, რუსეთის პრემიერლიგის არცერთი ფეხბურთელი ასე ძვირი არ ღირდა.
- ბარკოლა ხვიჩაზე ნაკლები არაფრითაა. "ნაპოლიმ" სასწრაფოდ უნდა გაყიდოს, რადგან ამხელა ფულს არავინ შესთავაზებს.
- ხვიჩა ჩინებულად აწოდებს ბურთს საჯარიმოში, კარგად ურტყამს, ახლახან საჯარიმოდან მაგარი ჩააჭედა კარში. იქ სულელები კი არ არიან, აკვირდებიან. ასე ტყუილუბრალოდ "ბარსაში" და პსჟ-ში არ გიხმობენ.
- მბაპეს შემცვლელი ტიუკავინი იქნება).
- 100 მილიონი ნამეტანია. გაუშვი "ნაპოლი". "კვარა" - მიდი ბიჩო.
- რუსეთის მეორე ლიგის მოთამაშის კვალობაზე ურიგო შეთავაზება არაა.
- სიგიჟე იქნება, თუ დე ლაურენტისი ასეთი თანხის სანაცვლოდ არ გაყიდის, თუმცა მას ამის გაკეთება შეუძლია.
- ამ მომენტში მბაპე ფიზიკურად უფრო ძლიერი და სწრაფია, მაგრამ ხვიჩა როგორც ფეხბურთელი, უფრო სიმპათიურია. ესთეტიკური და ტექნიკურია.
- უნდა ივაჭრონ, თუნდაც 120 მილიონზე.
- "ნაპოლიდან" ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაიქცეს.
- დე ლაურენტისისგან ვერ გაიქცევი.
- დაე წავიდეს ეგ მოღალატე, აქ სეზონი ჩააგდო, ტონობით მომენტები ვერ გამოიყენა.
- რა პსჟ, ხვიჩამ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე უნდა იყაროს კენჭი.
- გოლოვინი და მირანჩუკიც წაიყვანეთ და შეიძლება სანია კოკორინმაც გაქაჩოს.
- გასულ წელს ამდენი ღირდა, ახლა კი - არა.
- ინგლისში წავიდეს, ჩემთვის მათი სიძულვილი უფრო ადვილია.
- გუნდში, რომელიც კრიზისში ჩაეფლო, ორი მწვრთნელი გამოიცვალა, ხვიჩამ ამ სეზონში ნორმალური შედეგი აჩვენა. თუ გავითვალისწინებთ, რამდენჯერ წააქციეს და რამდენი პენალტი დაინიშნა, სავსებით ოპტიმისტური სურათი გამოიკვეთება.
- 20 შედეგიანი მოქმედება აქვს - 11+9.

მკითხველის კომენტარები / 28 /
Kvelgan nacebi gelandebat
Zaza
25 მაისი 2024 23:56
1
მოსწონთ როცა ხალხი ერთმანეთს ლანხღავს რუსების გამო!!
გიორგის
25 მაისი 2024 15:03
3
ვინ ჩემი ფეხები ხართ, რო რედაქციას უყენებთ პრეტენზიებს, თუ რა გამოაქვეყნონ და რა არა? თქვენს მამიდებს მიხედეთ!
კოლექტიურ, ნაც ციციკორეებს!
25 მაისი 2024 14:14
8
აქაურ, ციციკორე ნაცუკებს, რუსეთმა გაგკრათ რა? რას ეჯგიმებით და ვის ეტრუხებით, თქვე კურდღლებო? მთელი ევროპა და ამერიკა, ძვრას ვერ უშვება რუსეთს, რომელიც იგებს ომსს უკრაინაში და თქვენ მოერევით საცოდავო მეცოცხე ნაცებო? ვაი რა საცოდავები ხართ?
ციციკორეებს!
25 მაისი 2024 13:37
15
ოეე, ოხროხინე, წადი, აქ რა გინდა, სიქტივკარში გელიან
მერაბი
25 მაისი 2024 14:55
4
სპორტალ,რატომ გვატენით მუდმივად რუსებს??რაში გვაინტერესებს მაგ შოვინისტების აზრი??რატომ აღიზიანებთ ხალხს??!!
გიორგი
25 მაისი 2024 12:43
11
და რატომ გგონია, რო ვღიზიანდებით? სპორტული ამბები რუსულიდანაც გვაინტერესებს და სხვებისგანაც
გიორგის
25 მაისი 2024 13:30
5
ვერ მოეშვით ამ რუსებს მაინც ვერაფრით
გენა
25 მაისი 2024 10:18
8
და რაში გვაინტერესებს რუსების კომენტარები? მანიაკური მაზოხისტები ვართ, ვერ შევეშვით რუსების გარეშე აზროვნებას. იტყვით -მეზობლები არიან,და მერე რა? დაგვანებეთ თავი, იყვნენ იმ თავის ჭაობში და იყიყინონ რაც უნდათ. დაიკიდეთ.
Walter White
25 მაისი 2024 10:01
7
ვერ გამოდის ეს ქვეყანა უმცროსი ძმის კომპლექსიდან. რაში მაინტერესებს ბასიაკის ჯიში რა აზრზეა კვარაცხელიაზე?! ან მეორე ამბავია-რუსული ენის გარდა, სხვა უცხო ენა არ იცით და მაგათ საიტებს თარგმნით.
ციციკორე
25 მაისი 2024 09:57
6
რუსული გაზი ხომ კარგად გაინტერესებთ? რატომ ლიბერასტო ქართველებო? კომფორტს ვერ ელევით არა?
რუსულიო, არაფერი გვაინტერესებსო ,ბრძანებენ აქაური ლიბერასტები?!
25 მაისი 2024 14:20
10
რატო გწყინთ? თავისი აზრი დაწერეს და არ არის აუცილებელი რო მოგეწონოთ.რაც შეეხება სტატიას,ჩვენებურის თემაზეა და უნდა გამოქვეყნებულიყო,როდის უნდა შეეშვათ ცალფაზიანობას? რუს ფეხბურთელზე ისეთებს წერენ ქართველები რო ეს კომენტარები დალოცვა არის იმასთან შედარებით. იმას რო თავი დავანებოთ,ეთნონიმ რუსს ადამიანის დასაკნინებლად იყენებენ საქართველოში,რაც ნაციზმის ნიშნებს შეიცავს. ან ადრე რო იყო,საზოგადოებრივ მაუწყებელზე რო შეურაწყობდნენ ჰიმნს კომენტატორები,თითქოსდა საქართველოს გარდა ვინმე უყურებდა მაგას. ცალფაზიანობა კარგი სპორტი არ გეგონოთ,ეგ ადამიანის ნაკლოვანება არის და დეგრადირების მაჩვენებელი.

ხვიჩას წარმატებები,დარჩება თუ წავა,ეგ მისი გადასწყვეტია და ყველამ პატივი უნდა სცეს.
იასონას უდარი
25 მაისი 2024 08:26
9
ციციცი კორე ხარ თუ ცოცორი?რა გინდა ხალხში რა თემებს აგორებ.სპორტი საერთოდ პოლიტიკიდან უნდა გაიმიჯნოს.ღმერთი ვისაც წამს ყველა ადამიანი უყვარს განურჩევლად რასისა და ფერისა შენ ვინ მოგცა აი საერთოდ რომ ერს შეეხო ან შეაგინო.ნაცისტები იქცევიან მასე.წადი თუ ტრაკი გაქვს იქ იბლატავე.თუ რამე არ მოგეწონება კიდე სადაც გინდა იქ გნახავ და იქ აგიხსნი ასახსნელს.ქათმების დედას შევეცი მე რუსი იქნება თუ ქართველი და ყველა წესიერს კიდე შემოვევლე იმედიაა გამოიტანე აზრი.
ბოზების დედას გავკარი
25 მაისი 2024 16:48
6
კაი კაცო. რუსს ყველაზე მეტად აკნინებს საკუთარი საქციელი. თურმე ტყუილად ჩაგრავენ. რა ეპითეტებსაც ეხახიან, კიდე ცოტაა. აი დარდი, თუ ვინმეს ფაქიზ ფსიქიკას პრობლემები ექმნება. საკუთარ თავებს ჰკითხონ, რატომ დაიმსახურეს მსგავსი დამოკიდებულება.
ციციკორე
25 მაისი 2024 09:53
6
მსოფლიო გმობს აგრესორის სპორტს,იზოლირება გაუკეთა ,გამოაგდო ყველა საერთაშოეისო სპორტულ ღონოსძიებებიდან.სპორტს იმპერია იყენებს როგორც საბრძოლო სააგიტაციო ელემენტს მსოფლიოს წინააღმდეგ,დიდი თანხების ხარჯვით,ხდის აგრესიის ფორმად ,მეზობელ ქვეყნებში და საერთოდ მსოფლიოში და თქვენ რაღამ გაგაღორრუბლად,რომ მაგათ ბოდვებს აქვეყნებთ?ქართულ საიტებზე,მტრის და მოყვარის ვერ გარჩევით.
მანჩესტერი
25 მაისი 2024 08:21
9
მანჩესტერი - ვაა , უკვე ევროპა და რამე ?
რუსი რაცაა არა მგონია ჩემზე კარგად იცოდე . რუსეთში ნამყოფიც არ მგონიხარ . ვის უნდა მოეწონოს მაგათი საქციელი სალდაფონობისა არ ვიცი , მაგრამ მოპირდაპირე მხარეც რო კაი კვერცხები არიან ამჩნევ ? თუ რადგან ჰუგო ბოსის ტანგები აცვიათ და დოლჩე და გაბანას სათვალეებით აძლევენ უკანალს და ვისი მერკური ვის ტანგაშია რომ ვერ გაიგებ , ეგაა ცივილიზაცია ? ახლა არ თქვა , ეგ რა შუაშიაო , ან ტყუილს ამბობო . რა გითხრა ბიძიკო , მანჩესტერ იცი ? მანჩესტერი ვერ გახდები შენ , მანჩესტერელები არ მიგიღებენ და აქ დაეტიე . ღამურა წაგიკითხავს ? არა მგონია რაღაც და წაიკითხე , არ გაწყენს.
ტარიელი
26 მაისი 2024 01:37
4
მეზობელი ქვეყნის მილიონიან ქალაქებს ბომბავენ
,მთელი ნახევარკუნძული და მთელი ზღვა წაართვეს მეზობელ ქვეყანას,ააოხრა ყველა,ყველას სპობას და წართმევას ტერიტორიებისა ცდილობს და სპორტში თავისი აზრი აქვსო ?რომ ამბობთ,რა გწყინთო? მთელი მათი ქმედება დესტაბილიზაციის შეტანის ელემენტია ცივილიზებული მსოფლიოს წინააღმდეგ ,ქართველობას როდის ვაპირებთ? თუ....კვლავაც გვსურს ეროვნულ პანთეონებში,გრიბოედოვები ვასამაროთ და ვიამაყოთ სხვათა მიერ დაჩოქილი ღრუზინებით,გურჯებით,თუ ხეორხიანებით...
მანჩესტერი
25 მაისი 2024 09:01
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული