"კვარაცხელიას ტრანსფერზე 100 მილიონი მაგიდაზეა" - დი მარციო ხვიჩას პსჟ-ში შესაძლო გადასვლაზე წერს

AutoSharing Option
პსჟ-ის მწვრთნელი ლუის ენრიკე "ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის განხორციელებას აუცილებლობად მიიჩნევს, - ამის შესახებ არაბი ჟურნალისტი ჯამელი იტყობინება.

წყაროს ცნობით, ლუის ენრიკე თვლის, რომ კილიან მბაპეს წასვლის შემდეგ გუნდს სწრაფი შემტევები სჭირდება, რომლებსაც ერთი-ერთზე მეტოქის მცველების მოტყუება შეუძლიათ, კვარაცხელია სწორედ ასეთია და იდეალურად ჩაეწერება გუნდის სათამაშო სქემაში.

Sky-ს სატრანსფერო ექსპერტმა ჯანლუკა დი მარციომ კი თავის საიტზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ "პარი სენ ჟერმენი" ქართველის სანაცვლოდ 100 მილიონი ევროს გადასახდელად მზადაა:

"კილიან მბაპესთან დამშვიდობების შემდეგ პსჟ შეტევის გაძლიერების ვარიანტებს ეძებს და
იტალიისკენ იყურება. ფრანგულმა კლუბმა კვარაცხელიას ტრანსფერზე 100 მილიონი ევრო მაგიდაზე დადო. ამიტომ ახლა "ნაპოლი" (რომელიც საკითხს კონტესთან ერთად განსაზღვრავს) გადაწყვეტს, მიიღოს თუ არა წინადადება".

მკითხველის კომენტარები / 27 /
ხვიჩა 300-400 მილიონი მაინც ღირს.. მეტი უნდა გადაიხადონ!!!!!
ზამირი
31 მაისი 2024 23:46
0
ტყუილად ღელავთ, კიდევ ერთი წელი მინიმუმ, დაამწნილებს დე და საერთოდ, არც კონტრაქტის გახანგძლივება გამიკვირდება, იმდენად აცდენილია სიტუაციის შეფასება რეალობას, ყველას მხრიდან
რა თქმა უნდა, ასეთი სუპერ-შეთავაზების შემთხვევაში გაყიდიან კიდეც, მაგრამ ნაპოლი, ასეთი კატასტროფული სეზონის შემდეგ, ნაღდად არაა იმ სიტუაციაში რომ მაღალ-მაღალი სტავკები აბრახუნოს და არც პსჟ-ში მუშაობენ ასეთი სულელები, რომ ვერ აცნობიერებდნენ შექმნილ მდგომარეობას
ერთადერთი, ევროპის ჩემპიონატს შეუძლია სიტუაციის შეცვლა, მარა იქ ვილი ავტობულის ჩაყენებას აპირებს და ვინ რა უნდა ითამაშოს...
vava
29 მაისი 2024 14:59
0
ახალი მაიგონეთ რამე
კახელი გოგია
29 მაისი 2024 13:40
1
100 მილიონი მაგიდაზე, ხვიჩა პსჟ-ში, ჩემპიონთა ლიგის თასი პარიზში. ამაში ისევე დარწმუნებული ვარ, როგორც ხვიჩამ მოიგო სკუდეტო.
კვარა მაგიურია
29 მაისი 2024 12:52
1
ზღაპარი
jei-jei-jei-jei Okocha
29 მაისი 2024 12:34
3
კონკურენტები ეყოლება რომ გადავიდეს თან არა ერთი, ბარკოლა და ის კორეელი ბიჭი, არ ვიცი რამდენად კარგი იქნება, ფრანგულ ლიგას კი ათრევს მაგრამ მერე ეგენი არ გაუშვებენ, იდეაში ფულს იშოვის ბლომად და ერთი ლიგაც რო მიარტყას ვაფშე მაგარი
ABCABC
29 მაისი 2024 11:41
2
ჩვენ ქართველებს გვინდა რო ხვიჩა დიდ გუნდში გადავიდეს და მას ყველგან ეყოლება კონკურენტი რათქმაუნდა და ეს კარგია მისთვის პირველ რიგში,აბა ნაპოლიში რო არ ყავდა კი ვარდებოდა ხანდახან ფორმიდან
ალიკა
29 მაისი 2024 12:00
1
მბაპე გადაწყვეტილია, დაემშვიდობა კლუბსაც და გულშემატკივრებსაც
toti
29 მაისი 2024 11:28
1
გასაგებია რომ კონტრაქტი აკავშირებს,მაგრამ 150 მილიონს აფასებს და ხელფასს 1,5 მილიონს აძლევს.ჩვენ სხვის ჯიბეში კი არ ვიყურებით,მაგრამ თუ ყველა საკუთარი შვილის გადასახედიდან იმსჯელებს, სადაა სამართალი.
სვანსკი
29 მაისი 2024 10:26
0
პფიციალურად წასული მბაპე გინახავთ? ამიტო ჯერ ეგ დადასტირდეს ოფიციალირად ტორე ბოლო 5 წელია ყოველ ზაგხილს ეგრე დარწმუნებიტ გვგონია და მერე ხვიჩას ტრანსფერზე გადავერთოთ
ნოდო
29 მაისი 2024 08:47
4
კიდევ მაგარი შედეგი აცვენა ამ ბიჭმა, რაც გადავიდა ნაპოლში მის მერე მის გაყიდვა არ გაყიდვაზეა საუბარი, ამას დაემატა სეზონის განმავლობაში სამი მწვრთნელის შეცვლა...ლაურენტისი მაგარი გაიძვერა ჩანს...ჯუღელიც....
იაგო
29 მაისი 2024 08:44
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული