პსჟ-ის მწვრთნელი ლუის ენრიკე "ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის განხორციელებას აუცილებლობად მიიჩნევს, - ამის შესახებ არაბი ჟურნალისტი ჯამელი იტყობინება.
წყაროს ცნობით, ლუის ენრიკე თვლის, რომ კილიან მბაპეს წასვლის შემდეგ გუნდს სწრაფი შემტევები სჭირდება, რომლებსაც ერთი-ერთზე მეტოქის მცველების მოტყუება შეუძლიათ, კვარაცხელია სწორედ ასეთია და იდეალურად ჩაეწერება გუნდის სათამაშო სქემაში.
Sky-ს სატრანსფერო ექსპერტმა ჯანლუკა დი მარციომ კი თავის საიტზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ "პარი სენ ჟერმენი" ქართველის სანაცვლოდ 100 მილიონი ევროს გადასახდელად მზადაა:
"კილიან მბაპესთან დამშვიდობების შემდეგ პსჟ შეტევის გაძლიერების ვარიანტებს ეძებს და
იტალიისკენ იყურება. ფრანგულმა კლუბმა კვარაცხელიას ტრანსფერზე 100 მილიონი ევრო მაგიდაზე დადო. ამიტომ ახლა "ნაპოლი" (რომელიც საკითხს კონტესთან ერთად განსაზღვრავს) გადაწყვეტს, მიიღოს თუ არა წინადადება".
რა თქმა უნდა, ასეთი სუპერ-შეთავაზების შემთხვევაში გაყიდიან კიდეც, მაგრამ ნაპოლი, ასეთი კატასტროფული სეზონის შემდეგ, ნაღდად არაა იმ სიტუაციაში რომ მაღალ-მაღალი სტავკები აბრახუნოს და არც პსჟ-ში მუშაობენ ასეთი სულელები, რომ ვერ აცნობიერებდნენ შექმნილ მდგომარეობას
ერთადერთი, ევროპის ჩემპიონატს შეუძლია სიტუაციის შეცვლა, მარა იქ ვილი ავტობულის ჩაყენებას აპირებს და ვინ რა უნდა ითამაშოს...