"სწორედ ამის გამო უნდა გაყიდოთ კვარაცხელია!" - ფედელემ "ნაპოლის" ქართველის შესახებ რჩევა მისცა და ხვიჩას გასხვისების მიზეზი დაასახელა

AutoSharing Option
"პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ ტელეკომპანია Televomero-ზე, გადაცემა L'Infedele-ზე საუბრისას განაცხადა, რომ "ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელია უნდა გაყიდოს.

"საუბარი 100 მილიონ ევროზეა და სწორედ ამ მაჩვენებლის გამო "ნაპოლიმ" კვარაცხელია აუცილებლად უნდა გაყიდოს. ეს თანხა ძალიან ბევრია.

გარდა ამისა, ქართველს კარგი სეზონი აშკარად არ გამოუვიდა. მე მას "ატალანტაში" მოთამაშე ადემოლა ლუკმენს შევადარებდი, მას ასევე არ ევალება ბევრი ბურთის შეგდება, მაგრამ საგოლე სიტუაციებში უფრო ეფექტურია", - თქვა ფედელემ. 

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო წამყვან სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ კვარაცხელიას სანაცვლოდ
100 მილიონ ევროს იხდის.
მკითხველის კომენტარები / 21 /
კვარა იმიტომ ვერ იტანს უფრო მეტს, რომ ბევრ ენერგიას ახარჯინებენ დაცვაში ჩამოსვლით, რაც დიდ ძალას ართმევს და უფრო ზუსტად ვეღარ ურტყამს კარის მიმართულებით.
Givi
29 მაისი 2024 16:08
5
ვერც ვერასდროს ურტყამდა უფრო ზუსტად, სულ ამას ვწერდი, ამაზე ბევრი უნდა იმუშაოსთქო. თუ გინდა რომ "კლასნი" ფეხბურთელი უყო, მინდვრის ყველა მონაკვეთზე უნდა გაისარჯო და არ უნდა იყო მიბმული ერთ ადგილს.
ბადრი
29 მაისი 2024 19:35
17
ვნახოთ საათივით აწყობილ ატალანტაში ადემოლა ლუკმანის სტატისტიკა, სერია ა 30 თამაშში 10 ბურთი 6 ასისტი.ფედელე ატრაკებ და გიხარია :)
რობი
29 მაისი 2024 16:05
3
მაგიტომ ხარ ყოფილი დირექტორი
დიმიტრი
29 მაისი 2024 15:45
7
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული