ლობჟანიძის მაგარი გოლები მესის გუნდთან - ქართველმა მაიამის "ინტერს" 8-მატჩიანი მოგებათა სერია დაუსრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
MLS-ის მე-17 ტურში მაიამის "ინტერმა" "ატლანტა იუნაიტედს" უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. აღნიშნულ შეხვედრაში სტუმართა ქართველმა ლეგიონერმა საბა ლობჟანიძემ დუბლი შეასრულა. ამ მარცხით "ფლორიდელების" 8-მატჩიანი მოგებათა სერია დასრულდა.

საბამ პირველი გოლი 44-ე წუთზე გაიტანა და საკუთარი გუნდი დააწინაურა, მეორე ტაიმში კი მეტოქესთან სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. 62-ე წუთზე ლიონელ მესიმ ანგარიში შეამცირა. აღსანიშნავია, რომ არგენტინელმა გოლის გატანა ზედიზედ მესამე მატჩში მოახერხა. 73-ე წუთზე თავის გამოჩენა "ატლანტას" ფორვარდმა ჯამალ ტიარემ მოახერხა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

საბამ მიმდინარე სეზონში "ატლანტას" მაისურით 15
მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ლობჟანიძე ევროპის ჩემპიონატისთვის საბოლოო შემადგენლობაში დაასახელა.

საქართველოს ნაკრები 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთს შეხვდება, 22 ივნისს ჰამბურგში - ჩეხეთს, ხოლო 26 ივნისს გელზენკირხენში - პორტუგალიას. ევროპის ჩემპიონატამდე სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ამხანაგურ მატჩს მონტენეგროსთან 9 ივნისს ჩაატარებს.

alt"კვარაცხელია ცენტრში უფრო სასარგებლოა... რატომ არ გამოვიძახე ლობჟანიძე და საზონოვი?" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

altსადებიუტო გოლიც ასეთი უნდა - საბა ლობჟანიძემ "ნეშვილს" გაუტანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 13 /
როგორც ყველა ქართველს ფეხბირთელს..ასე მგონია საბასაც არ ყავდა კარგი აგენტი..თორემ ისეატი კლასი აქვს..ტოპ 5 ში უნდა ეთამაშა უეჭველი..ცოდოა ამ ლიგოსათვის ჯერ კოდევ ახალგაზრდაა..წარმატებები მას და ნაკრებს..კარგია რომ ყბელა ფორმაშია
კიეზა
30 მაისი 2024 22:51
0
საბამ მართლა ძალიან ლამაზი გოლები გაიტანა, მაგრამ თამაშის ტემპს, რომ დააგვირდე რავიცი, ტოპ ლიგებზე არც მაქვს ლაპარაკი აბათ ტურქეთის და საბერძნეთის ჩეპიონატში გაცილებით მაღალი ტემპია და ასე არც არავინ დაგარტყმევინებს.
გიონატ
30 მაისი 2024 16:11
2
მეტი რა ქნას ? მესის გუნდს ორი ულამაზესი გოლი გაუტანა
ქართველი
30 მაისი 2024 13:41
3
კი მარა ვის მაგივრად?
ლაშას
30 მაისი 2024 12:23
9
აი ყოჩაღ საბა, ნამდვილად ძირითადი შემადგენლობის ღირსი ხარ ნაკრებში!
ლაშა
30 მაისი 2024 11:17
2
რანაირ ვიდეოებს დებთ რა არის. დამაწყდა ნერვები და თვალები
რეზო
30 მაისი 2024 10:38
1
გეთანხმებით. Like-ს დავაჭირე.
მაგრამ მაინც კარგი გოლები გაიტანა საბამ. კარგ ფორმაშია.
რეალობა
30 მაისი 2024 10:25
1
ამერიკელებმა,რინგზე ბრძოლიდან,"რასტლინგი" გააკეთეს და ამას,დიდი სიამოვნებით უყურებენ.მგონი ფეხბურთიც ასევეა.ფეხბურთიდან "სოკარი" გააკეთეს.მსოფლიოს დონის ფეხბურთელები მიჰყავთ და ეზოს გუნდი რომ ითამაშებს,იმაზე უნდილი დაცვით ხვდებიან.საჩვენებელი მატჩი მინახია,მაგრამ ეს უკვე, საჩვენებელ ჩემპიონატს ჰგავს.მესი და სუარესი გიგანტები არიან,მაგრამ ასე უბრძოლველად რომ გაატარებ მას თუ სხვას,გაიტანენ,აბა რას იზამენ.კარგია მურაბა,მაგრამ ნამეტან შაქარს თუ დააყრი,ჩაშაქრდება და ისეთი გემრიელი აღარ არის.ეს ფეხბურთიც ჩაშაქრებულია!მესის კიდევ ნახვა,როგორ უნდა მოგბეზრდეს,მაგრამ ასეთი ფეხბურთი აღარ მინდა.ამერიკელებმა,თავისი საქმისა თვითონ იციან,ჩემთვის კი,საინტერესო აღარ არის.
სოსო
30 მაისი 2024 10:00
13
ნიკა,ლობჟანიძის გოლების ინტერესი რომ არ მქონოდა,ვნახავდი,ან წავიკითხავდი?სტატიის სათაურის გამო ვნახე,რა თქმა უნდა,თუმცა მლს-ის რამდენიმე მატჩი მაქვს ნანახი და აქ ნანახთან ერთად,ის შთაბეჭდილებებიც გავაერთიანე.საიდანაც საბამ გაიტანა,ასე თავისუფლად რომ მიგიშვებენ,საბა კი არა,მასზე გაცილებით დაბალი კლასის ფეხბურთელიც გაიტანს.მაგას ვჩივი,თორემ მესის,სუარესის და თუნდაც საბას კლასში კი არ შემაქვს ეჭვი.სპორტი მაშინაა საინტერესო საყურებელი,როცა მეტოქეც შესაფერისი დონისაა.ეს ხომ აქსიომაა.დიდი დინამოს წლებში მომიწია სტუდენტობა და დინამოს სტადიონზე,სსრკში ყველაზე მაღალი დასწრება იყო ყოველთვის,თუმცა როცა დუბლებს,ძლიერი დუბლშემადგენლობის მქონე გუნდებთან ჰქონდათ შეხვედრა,მათ თამაშზე უფრო მეტი მაყურებელი მიდიოდა,ვიდრე ზოგიერთი აუტსაიდერის,ძირითად შემადგენლობასთან თამაშის დროს.
სოსო
30 მაისი 2024 17:42
1
ტროლი რა შუაშია მეგობარო? ქართველმა გაიტანა ლამაზი გოლი და იმის ნაცვლად, ამის შემყურე ქართველს უხაროდეს, სიამოვნებდეს და ამაზე ამახვილებდეს ყურადღებას, იმაზე ამახვილებს ყურადღებას, დაცვა არ უვარგა მეტოქესო. ამას ხომ ისედაც ყველა ვხედავთ, სულელი აქ არავინ არაა, მაგრამ რა დროს ეგაა? ნიუ-იორკი რომ შეხვდება მაიამის, მერე ვილაპარაკოთ დაცვაზე
nika
30 მაისი 2024 15:57
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული