ლობჟანიძის მაგარი გოლები მესის გუნდთან - ქართველმა მაიამის "ინტერს" 8-მატჩიანი მოგებათა სერია დაუსრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
MLS-ის მე-17 ტურში მაიამის "ინტერმა" "ატლანტა იუნაიტედს" უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. აღნიშნულ შეხვედრაში სტუმართა ქართველმა ლეგიონერმა საბა ლობჟანიძემ დუბლი შეასრულა. ამ მარცხით "ფლორიდელების" 8-მატჩიანი მოგებათა სერია დასრულდა.

საბამ პირველი გოლი 44-ე წუთზე გაიტანა და საკუთარი გუნდი დააწინაურა, მეორე ტაიმში კი მეტოქესთან სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. 62-ე წუთზე ლიონელ მესიმ ანგარიში შეამცირა. აღსანიშნავია, რომ არგენტინელმა გოლის გატანა ზედიზედ მესამე მატჩში მოახერხა. 73-ე წუთზე თავის გამოჩენა "ატლანტას" ფორვარდმა ჯამალ ტიარემ მოახერხა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

საბამ მიმდინარე სეზონში "ატლანტას" მაისურით 15
მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ლობჟანიძე ევროპის ჩემპიონატისთვის საბოლოო შემადგენლობაში დაასახელა.

საქართველოს ნაკრები 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთს შეხვდება, 22 ივნისს ჰამბურგში - ჩეხეთს, ხოლო 26 ივნისს გელზენკირხენში - პორტუგალიას. ევროპის ჩემპიონატამდე სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ამხანაგურ მატჩს მონტენეგროსთან 9 ივნისს ჩაატარებს.

alt"კვარაცხელია ცენტრში უფრო სასარგებლოა... რატომ არ გამოვიძახე ლობჟანიძე და საზონოვი?" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

altსადებიუტო გოლიც ასეთი უნდა - საბა ლობჟანიძემ "ნეშვილს" გაუტანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
ლობჟანიძემ (რაჭველმა) ორი გაიტანა და მესიმ ერთი - დასკვნა თქვენ გააკეთეთ
ჭიჭიკო
22:35 07-07-2024
0
როგორც ყველა ქართველს ფეხბირთელს..ასე მგონია საბასაც არ ყავდა კარგი აგენტი..თორემ ისეატი კლასი აქვს..ტოპ 5 ში უნდა ეთამაშა უეჭველი..ცოდოა ამ ლიგოსათვის ჯერ კოდევ ახალგაზრდაა..წარმატებები მას და ნაკრებს..კარგია რომ ყბელა ფორმაშია
კიეზა
22:51 30-05-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული