ლობჟანიძის მაგარი გოლები მესის გუნდთან - ქართველმა მაიამის "ინტერს" 8-მატჩიანი მოგებათა სერია დაუსრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
MLS-ის მე-17 ტურში მაიამის "ინტერმა" "ატლანტა იუნაიტედს" უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. აღნიშნულ შეხვედრაში სტუმართა ქართველმა ლეგიონერმა საბა ლობჟანიძემ დუბლი შეასრულა. ამ მარცხით "ფლორიდელების" 8-მატჩიანი მოგებათა სერია დასრულდა.

საბამ პირველი გოლი 44-ე წუთზე გაიტანა და საკუთარი გუნდი დააწინაურა, მეორე ტაიმში კი მეტოქესთან სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. 62-ე წუთზე ლიონელ მესიმ ანგარიში შეამცირა. აღსანიშნავია, რომ არგენტინელმა გოლის გატანა ზედიზედ მესამე მატჩში მოახერხა. 73-ე წუთზე თავის გამოჩენა "ატლანტას" ფორვარდმა ჯამალ ტიარემ მოახერხა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

საბამ მიმდინარე სეზონში "ატლანტას" მაისურით 15
მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ლობჟანიძე ევროპის ჩემპიონატისთვის საბოლოო შემადგენლობაში დაასახელა.

საქართველოს ნაკრები 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთს შეხვდება, 22 ივნისს ჰამბურგში - ჩეხეთს, ხოლო 26 ივნისს გელზენკირხენში - პორტუგალიას. ევროპის ჩემპიონატამდე სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ამხანაგურ მატჩს მონტენეგროსთან 9 ივნისს ჩაატარებს.

alt"კვარაცხელია ცენტრში უფრო სასარგებლოა... რატომ არ გამოვიძახე ლობჟანიძე და საზონოვი?" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

altსადებიუტო გოლიც ასეთი უნდა - საბა ლობჟანიძემ "ნეშვილს" გაუტანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
მეტი რა ქნას ? მესის გუნდს ორი ულამაზესი გოლი გაუტანა
ქართველი
13:41 30-05-2024
3
აი ყოჩაღ საბა, ნამდვილად ძირითადი შემადგენლობის ღირსი ხარ ნაკრებში!
ლაშა
11:17 30-05-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული