კვარაცხელიასა და პსჟ-ს შორის შეთანხმება შედგა - რას გადაწყვეტს საბოლოოდ კონტესა და დე ლაურენტისის დუეტი?

AutoSharing Option
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიასა და პსჟ-ს შორის პირადი შეთანხმება შედგა. წყაროს ცნობით, ფრანგული გუნდი 100 მილიონ ევროს იხდის და ახლა ჯერი აურელიო დე ლაურენტისზეა.

"რას უპასუხებს "ნაპოლი" ამ მაცდურ წინადადებას? - თანაც, ქართველმა პარიზელებთან პირადი დეტალები უკვე შეათანხმა.

"პარტენოპეის" ახალ დამრიგებელ ანტონიო კონტეს ხვიჩას შენარჩუნება სურს, მაგრამ თუ ნასერ ელ-ხელაიფი (პსჟ-ის პრეზიდენტი) მორიგ გიჟურ წინადადებას მოამზადებს და შეთავაზებას 150 მილიონამდე გაზრდის, რას იზამს დე ლაურენტისი?!

პრეზიდენტს არ აქვს განზრახული, გაყიდოს თავისი ძვირფასეულობა, მას სურს შეინარჩუნოს იგი ლურჯ ფერში,
რათა ის გახდეს ნეაპოლური გუნდის რეკონსტრუქციის ერთ-ერთი მთავარი ბირთვი, მაგრამ ყველაფერი შეიძლება რადიკარულად შეიცვალოს", - წერს გამოცემა.
მკითხველის კომენტარები / 44 /
მგონი ძალიან სასიხარულო ამბავია თუ უკვე შეთანხმება შედგა პსჟ+ სთან. ლავრენტა ხარბი კი არის მაგრამ არ მგონია იდიოტიც იყოს და ასევე კონტეც. ფეხბურთელს თუ დარჩენა არ უნდა ასეთ ფეხბურთელზე 100 მილიონის აღება უფრო მართებულია. შემდგარი ფაქტის შემდეგ გულითადა მიულოცავ ხვიჩას გრანდში გადასვლას. იმედია მალე ასეც მოხდება.
G.LA
30 მაისი 2024 15:52
5
გაუშვით ეს კაცი, რას ჩაბღუჯებიხართ! ჩემპიონთა ლიგაზე მაინც ითამაშებს და 100 მილიონი კიდევ ლავრენტასთვის ცოტა არ უნდა იყოს! ოსიმენი-კვარაცხელია 230 მილიონი! მეტი რა ჯანდაბა უნდა!
მწვრთნელი
30 მაისი 2024 12:42
4
ფეხბურთელის კარიერა 10-15 წელი გრძელდება,თუ შეთანხმდა და ნამდვილი ამბავია,უნდა წავიდეს და დაიწყოს ფულის გამომუშავება.სუტენიორია დელაურენტისი და გაგვიფუჭებს ჩვენს ბიჭს,ეგეთი კაცია აურელიო,ყველას ეგრე უკეთებს. არ მხიბლავს პსჟ კვარას გადასვლა და არაბების ქომაგობა,მარა თუ სხვა წინადადება არ უდევს მაგიდაზე,მაშინ უნდა წავიდეს. ენრიკე დარჩება დიდი ალბათობით და სოლიდური ძალა იქნება გაისად,ამიტომ ნაპოლიში დარჩენას წასვლა უჯობს. შეიძლება ვიღაცას ეგონოს რო მბაპეს გარეშე პსჟ დონეს დააგდებს,მარა პირიქით იქნება. ტიტულებს გუნდები იგებენ და არა ცალკეული ვარსკვალევები. კი ვნახეთ რაც მოუტანა პსჟს მესი,ნეიმარი და მბაპეს ტრიომ,ხან პორტუ აგდებს და ხან დორტმუნდი. ამიტომ კვარას დარი ფეხბურთელი ივარგებს მანდ ანუ გუნდური მოთამაშეა კვარა,ხოდა ზედ გამოჭრილია პსჟსთვის. მე მერჩია ლივერპულში მოსულიყო,თუმცა პსჟ თუ წავა,ქომაგობას გავაგრძელებ ტრადიციულად
იასონას უდარი
30 მაისი 2024 20:46
2
აუცილებლად უნდა გადავიდეს თუ განვითარება და წინსვლა უნდა, პსჟ ნაპოლისთან შედარებით გაცილებით ძლიერია ფინანსურად და პოტენციალიც მეტი აქვს ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას მიაღწიოს, ნაპოლის თამაშებს წელს კიდევ იმიტომ აქცევდნენ ყურადღებას რომ შარშანდელი ჩემპიონი იყო, მომავლ წელს ნაპოლის მიმართ ინტერესი აღარ იქნება იგივე.
მამუკა
30 მაისი 2024 15:56
5
რას იზამს და იტყვის:
არა და არასდროს! :-D (მართლა სრულიად ხუმრობით, აპოლიტიკურად ვამბობ).
მაგრამ მაგარი იქნება, თუ გაყიდის და გადავა ხვიჩა პსჟ-ში.
buba
30 მაისი 2024 13:30
4
საფრანგეთის ლიგა ბევრი ვერაფერი შვილია,მაგრამ პსჟ რეგულარულად თამაშობს მეოთხედფინალამდე ჩემპიონთა ლიგაზე.ანაზღაურებაც მაღალი ექნება.ცოლი კი პარიზში გაიჩითება და აწყობს ეს ყველაფერი კვარას და ნუ განსჯით.
Status quo
31 მაისი 2024 01:21
5
ძალიან მინდა, რომ სიმართლე იყოს. თუ შანსია აუცილებლად უნდა წავიდეს, უკანმოუხედავად! ნამდვილად ჯობია მაგისთვის და ყველასთვის.
კისისხეველი
30 მაისი 2024 16:33
3
ბელინგემში რეალმა 105 თუ 110 გადაიხადა და კვარა 100 არ ღირს მემგონი.
დისლაიქების ზღვას ველოდები...
Lobotka
30 მაისი 2024 20:16
18
და შენ რას ფიქრობ ბელინგემზე ნაკლებია. დასვი ბელინგი ნაპოლოშო და 3 გოლო ექნება გატანილო ეხლა. ფრხბურთი რო არ იცოთ ნუ პროფრსორობთ
გულშემატკივარი
30 მაისი 2024 21:28
4
ბელინგემი დორტმუნდში კვარას დონეზე თამაშობდა, კვარაც გაიხსნება პსჟ-ში
შოთა
30 მაისი 2024 21:00
3
100 მილიონი მართლა რომ შესთავაზონ ხვიჩაში და არ გაყიდოს ლაურეანტისმა, გიჟი იქნება, მარა ვიცით რომ გიჟი არ არის, შესაბამისად გამოდის რომ არც არავინ სთავაზობს ამხელა თანხას, რაც სავსებით ლოგიკურია.
ვისაც უნდა დავენიძლავები, რომ ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე არაფერიც არ მოხდება ამ მიმართულებით, მარა თქვენც იცით რომ ასე იქნება, ასე რომ დაელოდეთ ევ.ჩემპიონატს.
ისე საინტერესოა, ამ ტურნირსაც თუ ჩააგდებს კვარა, კიდევ ასევე გააგრძელებთ ამ 100-მილიონიან სისულელეზე ლაპარაკს? დდ
Miqautadze
30 მაისი 2024 18:01
35
სიძულვილით და სიდებილით ღვიძლი გაგისკდება
nika
30 მაისი 2024 22:34
2
რა ყველა ფინანსებზე ამახვილებთ ყურადღებას?როგორც ჩანს ფეხბურთის მოყვარულები კი არა კომერსანტები ხართ.იტალია გაცილებით ჯობია საფრანგეთს და მითუმეტეს პსჟ ს.ერთი ფეხბურთელი მაინც დამისახელეთ ვინც მანდ განვითარდა და პირიქით არ მოუკლო?აი ინგლისი კი სულ სხვაა,პსჟ ბანდაა და განვითარების ნული შანსი,თუ იქ ზიდანი ან გვარდიოლა არ მივიდა!ანაც კლოპი!როგორ ფიქრობთ რეალურია?
ლუკა
30 მაისი 2024 16:49
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული