მიქაუტაძის "მეცი" პლეი-ოფის პირველ მატჩში "სენტ-ეტიენთან" 1:2 დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პლეი-ოფის პირველ მატჩში „მეცმა“ გასვლაზე „სენტ-ეტიენთან“ მარცხი განიცადა - 1:2.

უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ. სტუმრები კონტრშეტევებით პასუხობდნენ. მიქაუტაძემ მცველი ბატიუბინსიკა ჩამოიცილა, მაგრამ მახვილი კუთხიდან მისი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. შემდეგ „სენტ-ეტიენი“ დაწინაურდა, როდესაც სისოკო სანეს გასცდა და ოკიჯას კარი დალაშქრა. 31-ე წუთზე გიორგის ბატიუბინსიკა ეუხეშა და საბედნიეროდ, ქართველი ტრავმას გადაურჩა. ტაიმის ბოლოს კი ტრაორემ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს თავით ლარსონერის კარში მიუჩინა ადგილი და ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმში თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მომენტები თითქმის არ იქმნებოდა. ამ მშვიდ ვითარებაში ოკიჯამ გამოსვლაზე შეცდომა
დაუშვა, კარდონამ გაუტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

საპასუხო შეხვედრა 2 ივნისს გაიმართება.

სენტ-ეტიენი. „ჟოფრუა გიშარი“
სენტ-ეტიენი - მეცი 2:1
გოლები: 1:0 სისოკო (19), 1:1 ტრაორე (45), 2:1 კარდონა (80)

მკითხველის კომენტარები / 2 /
გუნდი წინ საერთოდ არ იყურებოდა.როცა დაცვა ასე სუსტი გყავს,უკან ბურთის გაგორების იმედზე როგორ უნდა დარჩე?რამდენი თამაში წააგეს,ამის გამო და ახლაც იგივე ქვას წამოჰკრეს ფეხი.ამ თამაშით,მართლაც არ არის ღირსი,ლიგაში დარჩენის,თუმცა წინ განმეორებითი მატჩია და იქ ალბათ სხვა თამაშს ვნახავთ.თუმცა ვნახავთ?გუნდს თითქოს ბრძოლის წყურვილი არ ეტყობოდა და ეგ არის,საგანგაშო.დაცვის სუსტ თამაშს კი,მეკარის აჭრაც დაემატა და აენთებიან საშინაო მატჩში?
სოსო
31 მაისი 2024 14:29
0
Dzalian susti gundia meci,sazizgar pegburts tamashobs,es boloni kidev ra ver gaushves?tipi sul angarishis shenarchunebaze tamashobs...
L.J .
31 მაისი 2024 00:49
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული