"ტორინომ" შეიძლება საზონოვი იჯარით გაუშვას

AutoSharing Option
"სპორტ-ექსპრესის" ცნობით, "ტორინო" 22 წლის მცველის, საბა საზონოვის იჯარით სხვა გუნდში გაშვებას განიხილავს.

ტურინულმა კლუბმა საზონოვი 2023 წლის აგვისტოში მოსკოვის "დინამოსგან" 2.75 მილიონ ევროდ შეიძინა.

საბამ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 12 მატჩში მიიღო მონწილეობა, სასტარტოში კი 2-ჯერ დააყენეს. მას "ტორინოსთან" კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ოღონდ რუსეთი არა, თუ იტალია არა განათხოვრება იქნებ ბელგია-ჰოლანდია-შვეიცარია ან თუნდაც ავსტრია გამობიდეს. მიდი რა საბა მომავალი ციკლი უკვე შენ უნდა შეეხიდო ჩვენ ვეტერანებს.
gionat
31 მაისი 2024 18:31
1
ტორინოში საბას კონკურენტი ცენტრალური მცველები,სპალეტიმ ნაკრების შემადგენლობაში წაიყვანა და მათ კლასზე,ესეც მეტყველებს.რამდენად შესძლებს მათთან კონკურენციას და გაუშვებენ თუ არა გუნდიდან,ნამდვილად არ ვიცი,მაგრამ ის კი ვიცი,რომ მათ გვერდით,საბა ძალიან ბევრ რამეს ისწავლის და ეს სამომავლოდ, აუცილებლად გამოადგება.ორიოდე წელიწადში ხომ ის და ლუკა ლოჩოშვილი,უკვე ნაკრების ძირითად მცველებად მოიაზრებიან.დღევანდელ ნაკრებში,დაცვის თამაშს,კაშია ხელმძღანელობს.სხვებისთვის,მსგავსი არავისთვის შემიმჩნევია და ესეც შესაძლოა პრობლემად გაგვიხდეს.დაცვას ორგანიზატორი სჭირდება,ეს ყველაზე მეტად,მამარდას შეუძლია,მაგრამ არც მისთვის შემიმჩნევია,რომ ამ მხრივ ეაქტიუროს.
სოსო
31 მაისი 2024 14:52
1
ვინმე ამიხსნის რატომ ხდება ასე? იყიდიან ფეხბურთელს , გადაიხდიან ამხელა ფულს და მერე აღარ ათამაშებენ. არა მგონია რომ საზონოვს ეზარმაცა მანდ, რადგან ერთერთი ყველაზე დისციპლინირებული და მშრომელი ახალგაზრდაა. არც ის მგონია რომ ტორინოს მმართველი სამ მილიონს ტყუილუბრალოდ ფლანგავს რადგან არაპროფესიონალები არიან.ლოგიკას ვერ ვხვდები. იქნებ ვინმეს გაქვთ ახსნა?
?
31 მაისი 2024 14:52
0
როცა ისეთ კლუბში მიდიხარ,როგორც ტორინოა და იქ ბონჯორნო გხვდება,რომელიც ერთერთ საუკეთესო მცვლეად ითვლება იტალიაში,შენ კონკურენციაში ხარ მისვლისთანავე,ამ დროს განიხილები ალტერნატივად.გარდა ამისა,იქაური ფიზმომზადება,ვარჯიშები,ინდივიდუალური,ისე გუნდური მომზადება განსხვავებულია,ხოლო,თანხა მათთვის არ არის დიდი,ამის ილუსტრირებისთვის კვარაცხელია კმარა შეიძინა ნაპოლიმ 10€მილიონად და დღეს მისი ფასი 85/100€მილიონს აღწევს,თუ უცებ შეძლო ადაპტაცია კვარაცხელიას მსგავსად,ჰო დიდებული,თუ არა გაანათხოვრებენ სხვა კლუბში,აი ეგაა მთელი ფილოსოფია მოკლედ,ასეთი ტრანსფერების მიზანი!
დავითი
31 მაისი 2024 19:29
0
გამოუშვით ბათუმში
bd
31 მაისი 2024 09:55
4
ბათუმში არა ფოთუმში კიდევ!
მწვრთნელი
31 მაისი 2024 10:25
0
ბათუმში არა ქობულეთში
zena
31 მაისი 2024 10:14
1

სიახლეები პოპულარული