კონტემ დაარწმუნა - კვარაცხელია "ნაპოლიში" დარჩება

AutoSharing Option
გუშინ ფრანგულმა L'equip-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ "პარი სენ ჟერმენთან" პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

Corriere dello Sport-ის ცნობით, "ნაპოლის" მომავალმა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ფეხბურთელი ნეაპოლურ კლუბში დარჩენაზე დაითანხმა.

"კვარაცხელია არ იყიდება. ქართველი კონტესთვის ხელშეუხებელია. ხვიჩა გამოცდილ იტალიელ სპეციალისტთან მუშაობის დაწყებას მოუთმენლად ელოდება.

"პარტენოპეის" სპორტულმა დირექტრომა ჯოვანი მანამ ფეხბურთელის ახალი კონტრაქტის თაობაზე მამუკა ჯუღელთან მოლაპარაკებები განაახლა, მხარეები ერთმანეთს მილანში შეხვდნენ", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, იტალიური პრესის ცნობით, "ნაპოლიმ" ხვიჩას სანაცვლოდ "პარი სენ ჟერმენის" მიერ შეთავაზებული 110 მილიონი
ევრო იუარა.

altLequipe: კვარაცხელიამ პსჟ-ში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა - რას გადაწყვეტს "ნაპოლი"?

altპსჟ-მა "ნაპოლის" კვარაცხელიაში უკვე 110 მილიონი შესთავაზა - დე ლაურენტისი მეტს ითხოვს

მკითხველის კომენტარები / 27 /
ნაპოლიდან არწასვლაზე როგორ უნდა დაგარწმუნონ, უეჭველი უნდა წავიდეს, ხო იცნობ უკვე პრეზიდენტს, მოგიმატებს ორ კაპიკს, გაგიხანგრძლივებს ხელშეკრულებას და მეტ ტიტულს ვეღარც ეღირსები ნაპოლიში, ვერც კონტე უშველის და შენც უარეს კაბალაში ჩავარდები კვარა
A
01 ივნისი 2024 13:23
2
კონტემ კვარა დაარწმუნა?! გულის სიღრმეში თუ ნაპოლი კვარას აღარ უნდა, მერე?
ლაშა
01 ივნისი 2024 12:33
4
ნუ შეგვაზიზღეთ თავი დაუსრულებელი ჭორაობით!
kvaxo
01 ივნისი 2024 12:25
6
"ყოფნა არ ყოფნა", აი ეს არის საკითხავი!
ასეა!
01 ივნისი 2024 12:20
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული