კონტემ დაარწმუნა - კვარაცხელია "ნაპოლიში" დარჩება

AutoSharing Option
გუშინ ფრანგულმა L'equip-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ "პარი სენ ჟერმენთან" პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

Corriere dello Sport-ის ცნობით, "ნაპოლის" მომავალმა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ფეხბურთელი ნეაპოლურ კლუბში დარჩენაზე დაითანხმა.

"კვარაცხელია არ იყიდება. ქართველი კონტესთვის ხელშეუხებელია. ხვიჩა გამოცდილ იტალიელ სპეციალისტთან მუშაობის დაწყებას მოუთმენლად ელოდება.

"პარტენოპეის" სპორტულმა დირექტრომა ჯოვანი მანამ ფეხბურთელის ახალი კონტრაქტის თაობაზე მამუკა ჯუღელთან მოლაპარაკებები განაახლა, მხარეები ერთმანეთს მილანში შეხვდნენ", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, იტალიური პრესის ცნობით, "ნაპოლიმ" ხვიჩას სანაცვლოდ "პარი სენ ჟერმენის" მიერ შეთავაზებული 110 მილიონი
ევრო იუარა.

altLequipe: კვარაცხელიამ პსჟ-ში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა - რას გადაწყვეტს "ნაპოლი"?

altპსჟ-მა "ნაპოლის" კვარაცხელიაში უკვე 110 მილიონი შესთავაზა - დე ლაურენტისი მეტს ითხოვს

მკითხველის კომენტარები / 27 /
შეხვდნენ და დაარწმუნა?!ჯერ თვითონ კონტეც არ მოსულა და ბოლომდე ეგეც არ მჯერა.ან კონტე იქნება თუ სხვა,რა მნიშვნელობა აქვს?გუნდის პრეზიდენტი აყენებს შეურაცხყოფას და მის საქციელზე უნდა გააკეთოს რეაგირება,ხვიჩამ.
სოსო
01 ივნისი 2024 15:18
4
მართლა ტვინი ნუ წაიღეთ ამ კვარათი.. ყველა ჭორს ეკიდებით კიდევ ერთი 0 მიუმატეთ ფასს ეგ არის ნაღდი..7.2 შეფასების ფეხბურტელია ახლა მერე ვნახოთ..
ვახო
01 ივნისი 2024 14:53
35
კვარამ უკეთ იცის! წარმატებები! უფალი გფარავდეს!
ირაკლი
01 ივნისი 2024 14:15
3
მომავალ წელს ევროპალიგაზე უეჭველი გავალთო კონტემ...
რიკი
01 ივნისი 2024 14:13
7
ეს ყველაფერი პსჟ-სგან გადასახდელი თანხის გასაზრდელად კეთდება. თუ მართლა დატოვება უნდა ლაურენტისს პარიზელების მიერ შეთავაზებულ ხელფასთან მიახლოებული ხელფასი უნდა დაუნიშნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი რისკია ნაპოლისთვის რადგან კვარაცხელია გააგრძელებს სპეციალურად, პროტესტის ნიშნად პასიურ თამაშებს და ამით ნაპოლი ვერაფერს იხეირებს.მგონია რომ ევრო 2024 ის დასრულებამდე არაფერი შეიცვლება
David
01 ივნისი 2024 14:06
6
ტოპ 5 ლიგაში სატრანსფერო ფანჯარა 1 სექტემბერს დაიხურება. მანამდე ბევრი რამ შეიცვლება.
რეალობა
01 ივნისი 2024 13:57
3
მგონი შეცდა დარჩენაზე,რომ დათახმდა.
ჯუჯი
01 ივნისი 2024 13:53
4
ჩემმა წყარომ მითხრა რო კვარას გორის დილა ყიდულოფს DDD
zura222
01 ივნისი 2024 13:40
22
საბჭოეთიდან მოყოლებული გორს სულ კარგი გუნდი ყავდა ეხლაც თავისი მწირი შესაძლებობებით ჩვენი ქვეყნის ჩემპიონატის ლიდერათ ჩამოყალიბდა მიუხედავათ იმისა რომ წამყვანი ფეხბურთელები გაასხვისა და წარმატებული მწვრთნელიც სხვა კლუბში გადავიდა. ასე რომ ყველაფერი შედარებითაა მიეცი ნებისმიერ ქართულ კლუბს ასეულ მილიონიანი ბიუჯეტი და ნახავთ მერე ვინ იქნება გასაშარჟებელი.
გიორგი
01 ივნისი 2024 17:53
1
ან კვარას რა ჭირს შენი დასაცინი ან გორის დილას?
დილა
01 ივნისი 2024 15:08
4
კონტესთან გაიფურჩქვნება!
მწვრთნელი
01 ივნისი 2024 13:34
5
ჰაჰაჰა, რა მალე გამოჩნდა, რომ ეს 100 მილიონი ზღაპარია, აქტივ კვარაცივიას დასაბუსტად ))
jei-jei-jei-jei Okocha
01 ივნისი 2024 13:32
26
ოსიმენის თაობაზე რა ხდება? გაგვაგებინე, გვაინტერესებს, გადადის პრემიერლიგაში?
ნიგერიელ ოკოჩას
01 ივნისი 2024 14:59
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული