![](https://sportall.ge/pictures/image5/784eeefe1a466477cf2fa7c187492eda.jpg)
"ნაპოლის" გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად ხვიჩა კვარაცხელია მაისის თვეში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
კვარაცხელია ზედიზედ მეორედ, სეზონში კი მესამედ აღიარეს "ნაპოლის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად.
ხვიჩამ გასულ სეზონში სერია A-ს 34 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.