ამავე წყაროს ცნობით, ლა ლიგის ბოლო ტურის შემდეგ, სადაც ღამურები "სელტას" დაუპირისპირდნენ, ჩვენებური თანაგუნდელებს ესაუბრა და გამოემშვიდობა, რითაც საბოლოოდ ცხადი გახდა, რომ "მესტალიადან" მიდის.
გიორგი ახლა ტრანსფერზეა და მისი "ღამურებიდან" აბარგება მხოლოდ დროის საკითხია.
მამარდაშვილის მთავარ მსურველად "ნიუკასლი" სახელდება. ასევე ვრცელდება მადრიდის "ატლეტიკოს", "ჩელსისა" და "ბაიერნის" სახელებიც.