„მეცს“ პირველი შეხვედრა 1:2 ჰქონდა წაგებული და დიალოს მე-5 წუთზე გაძევების გამო უმძიმეს სიტუაციაში აღმოჩნდა. მიუხედავად რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენისა, მასპინძლებმა შეუტიეს და კამარამ დააწინაურა. შემდეგ მიქაუტაძე საჯარიმოში შეიჭრა, კარდონამ წააქცია, უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი კი სისრულეში თავად დაზარალებულმა მოიყვანა. თუმცა, მალე პეტრომ ანგარიში შეამცირა.
თვალსასეირო თამაშის სურათი შესვენების შემდეგაც არ შეიცვალა, ორმხრივი იერიშებით მიმდინარეობდა და მასონმა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ვიდეოგამეორების ნახვის მერე მსაჯმა წესების დარღვევა დააფიქსირა და გოლი არ ჩაითვალა. ვითარება ტრიბუნებზეც დაიძაბა, მასონის პროვოკაციულ საქციელს გულშემატკივრების მწვავე რეაქცია მოჰყვა, რომლებიც სტუმარ ფეხბურთელებს სხვადასხვა საგნებს ესროდნენ და მატჩი ცოტა ხნით შეჩერდა. „მეცს“ კაცნაკლულობა დაეტყო, თავს იცავდა, ერთ ეპიზოდში მეკარე ოკიჯამ იხსნა და ძირითადი დრო 2:1 დასრულდა.
ექსტრა ტაიმებში „მეცმა“ კარგი შანსები ვერ გამოიყენა - ვან დენ კერკჰოფის ქუსლით დარტყმული ბურთი მეკარე ლარსონერიმ მოიგერია, ხოლო ატას მცველმა დაუბლოკა. ბოლოს ოკიჯას ვაჯიმ გაუტანა, 2:2, "მეცი" ლიგა 2-ში გავარდა, "სენტ-ეტიენი" კი ლიგა 1-ში დაბრუნდა.
თუმცა, გიორგი დიდი ალბათობით სხვა გუნდში გადავა და ქვედა დივიზიონში ასპარეზობა არ მოუწევს. მან გასულ სეზონში 22 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მეცი. „სენ სიმფორიენი“
მეცი - სენტ-ეტიენი 2:2 (ძირ. დრო 2:1)
გოლები: 1:0 კამარა (17), 2:0 მიქაუტაძე (25, პენ), 2:1 პეტრო (35), 2:2 ვაჯი (117)
გაძევება: დიალო (5, მეცი)

რუს კომენტატორებს მაინც მოუსმინეთ და ისწავლეთ როგორ უნდა რეპორტაჟის წაყვანა.
თფუი!