L'Equipe: კვარაცხელია ლუის ენრიკეს ესაუბრა - კლუბებს რთული მოლაპარაკებები ელით

AutoSharing Option
ჯერ კიდევ გაურკვეველია, დარჩება თუ არა ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიში". ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კვარაცხელიამ "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლაზე თანხმობა განაცხადა, დღეს კი "ეკიპი" იტყობინება, რომ ის პარიზული გუნდის მწვრთნელს, ლუის ენრიკეს, ესაუბრა. აღნიშნულია, რომ ნეაპოლელებთან ძალიან რთული მოლაპარაკებები ელით, იმედს არ კარგავენ, თუმცა ქართველის რაც შეიძლება იაფად ხელში ჩაგდებას ცდილობენ.

ადრე ხვიჩას აგენტი მამუკა ჯუღელი მონაკოში პარიზული კლუბის საფეხბურთო მრჩეველს, ლუის კამპუშს, შეხვდა.

კვარაცხელიას ალტერნატივად პსჟ რაიან შერკის კანდიდატურას განიხილავს, რომელსაც "ლიონთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და გასულ სეზონში
პარიზელებს 20 მილიონ ევროდ არ მიჰყიდეს.

რადიო Marte-ს ეთერში "კვარას" თაობაზე მსჯელობისას ჟურნალისტებმა თქვეს, რომ მისი კლასის ფეხბურთელის კვალობაზე არაადეკვატური ხელფასი აქვს, ჯუღელი ორჯერ შეხვდა "ნაპოლის" ახალ სპორტულ დირექტორს, ჯოვანი მანას და მოლაპარაკებები მძიმედ მიმდინარეობს, ვინაიდან აგენტი მტკიცედ იცავს თავისი კლიენტის ინტერესებს, ხელფასის მაქსიმალურად გაზრდას და დაბალი გამოსასყიდი ფასის დაფიქსირებას მოითხოვს. უახლოეს ხანში მათი მესამე შეხვედრა გაიმართება.

სატრანსფერო ექსპერტმა პაოლო ბარჯიჯამ ტელეკომპანია SportItalia-ს განუცხადა, რომ ვიქტორ ოსიმენი უეჭველად წავა, "იუვენტუსი" მზადაა ჯოვანი დი ლორენცო 10 მილიონად შეიძინოს, ხოლო "ნაპოლი" 20 მილიონად აფასებს. რაც შეეხება "კვარას", ბარჯიჯას აზრით, ის ნეაპოლურ კლუბს 40% დატოვებს. "რეპუბლიკას" მტკიცებით, კვარაცხელიას პსჟ სეზონურ გასამრჯელოდ 7.5 მილიონს სთავაზობს (ნაპოლი 5 მილიონს) და მისი წასვლის შემთხვევაში, "ნაპოლის" გეგმა "ბ" აქვს - ფედერიკო კიეზას (იუვენტუსი) გადაბირება.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ცოტა მეშინია ამ პარიზული კლუბის,თამაში რო არ წაუვიდეს ერთ ამბავს დაახწევენ ფანები,ნეიმარი და მესი არ დაინდეს და კვარაცხელიას დაინდობენ?!
!!!
04 ივნისი 2024 19:36
10
ხვიჩასთვის მთავარია დე ლაურენტისის კაბალას დააღწიოს თავი.ხომ ვნახეთ,რომ მუჭში მყავსო და ძაღლად არ აგდებდა.ხვიჩამ ევროპას უკვე დაუმტკიცა,თავისი შესაძლებლობები და პსჟსთან თუ არ გამოუვიდა,ისინი მალე გაყიდიან, ხელფასი და პატივისცემა კი,გაცილებით მეტი ექნება,ვიდრე ნაპოლიში.მთავარია მაგრად დადგეს და აუცილებლად წამოვიდეს.
სოსო
05 ივნისი 2024 01:21
1
მეც, ზუსტად მაგის მეშინია, რადგანაც ისეთი საზიზღარი ფანები ყავთ, რო მაგათვის შეურაცყოფა ფეხბურთელის მისამართით ბაირამობაა. მითუმეტეს ხვიჩა "წნეხის ქვეშ მოქცევას" ვერ უძლებს. რა ვიცი ვნახოთ, ღმერთმა ქნას ყველაფერი კარგად წაუვიდეს!
გია
04 ივნისი 2024 21:00
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული