"თუ პსჟ მართლა ამხელა თანხას იხდის, დე ლაურენტისი კარგად უნდა დაფიქრდეს" - რონალდო ნაზარიოს და გატუზოს ყოფილმა აგენტმა ქართველის შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
არახალი ამბავია, რომ "პარი სენ ჟერმენი" "ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებით ინტერესდება. გუშინ L'Equipe-მა დაწერა, რომ "კვარას" პირადად პარიზული კლუბის თავკაცი ლუის ენრიკე ესაუბრა.

აღნიშნულ ამბავს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული აგენტი საბატინო დურანტე გამოეხმაურა. მისი თქმით, დე ლაურენტისი ქართველის გასხვისებაზე კარგად უნდა დაფიქრდეს.

"ნაპოლიმ" გასული ჩავარდნილი სეზონის შემდეგ, წმენდა უნდა ჩაატაროს. თუ პსჟ-ის შეთავაზება კვარაცხელიას თაობაზე სიმართლეა, დე ლაურენტისი კარგად უნდა დაფიქრდეს. ცხადია, ის ფეხბურთელს ყველაზე კარგად იცნობს და ქართველის შესაძლებლობები მასზე უკეთ არავინ იცის.

ჩემი აზრით, თუ კონკრეტული
შეთავაზება იქნება, კვარაცხელია გაიყიდება. მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი აზრია, გადამწყვეტი კი ანტონიო კონტეს სიტყვა იქნება", - განაცხადა დურანტემ Radio Marte-სთან ინტერვიუში.

საბატინო წლების განმავლობაში ისეთი ფეხბურთელების აგენტი იყო, როგორებიც რონალდო ნაზარიო, ჯენარო გატუზო, დუგლას მაიკონი და ჟულიო სეზარი იყვნენ.

altდე ლაურენტისმა კონტესთან ისადილა - რა ითქვა კვარაცხელიაზე?

altL'Equipe: კვარაცხელია ლუის ენრიკეს ესაუბრა - კლუბებს რთული მოლაპარაკებები ელით

მკითხველის კომენტარები / 3 /
პსჟ-ს მსგავს გუნდში კი ხარ და იყავი მანდ , ნაპოლის მეფე ხარ და ძალზე უყვარხარ ხაკხს. იქ გადავა და ერთი ჩვეულებრივი სოფლელი ბიჭი გახდება, რომელიც არაფერი იქნება სხვებთან შედარებით.
გულშემატკივარი
05 ივნისი 2024 15:02
47
ბოლოში უნდა დაგეწერა გულისწყვეტის შესახებ, რომელიც გამოწვეული იყო კვარას შედარებით რბილი და მოზომილი განცხადებით, უცხოელი აგენტების შესახებ კანონთან დაკავშირებით და დასასრულს მიშა მიშა მიშაა.
მე-9 ბლოკის თაობა
06 ივნისი 2024 09:23
0
გარტყმაში არ ხართ ფეხბურთის. ესეთი სოფლელი ბიჭი იყო პელეც, მარადონაც და რონალდინიოც.ხვიჩა კიდეც იშვიათად განათლებული კაცია ფეხბურთისთვის და ერთი თაცით ნაღლა დგას ვინცაა ეხლა პსჟში. რომ გესმოდეთ რამე, მიხვდებოდით,რომ თავისი შესაძლებლობების მარტო 40% ავლენს უნიჭო პარტნიორების და გუნდის გამო
05 ივნისი 2024 16:37
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული