პსჟ "კვარას" 7.5 მილიონ ევროს სთავაზობდა, ჯუღელმა გადაწყვეტილება დე ლაურენტისს მიანდო" - ცნობილი იტალიური გამოცემა დეტალებზე წერს

AutoSharing Option
"ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია, დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონშიც "პარტენოპეიში" იასპარეზებს, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, პსჟ-მა "კვარას წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა, მამუკა ჯუღელმა კი გადაწყვეტილება "ნაპოლის" პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს მიანდო.

"ლუის კამპოსი (პსჟ-ის სპორტული დირექტორი) დარწმუნდა, რომ არჩევანი არ აქვს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას ვერ მოახერხებს. ის უკან უნდა დაიხიოს ისე, როგორც ეს "ნაპოლეონმა" რუსეთში გააკეთა და საკუთარი გეგმები დაივიწყოს.

კამპოსს ქართველის აგენტთან მოლაპარაკებები ჰქონდა, მეტიც, ფეხბურთელი მზად იყო პარიზში გადაბარგებულიყო,
კამპოსი "კვარას" 5-წლიან კონტრაქტსა და 7.5 მილიონ ევროს სთავაზობდა. ხვიჩას აგენტის პოზიცია კი არ შეცვლილა, მან ბოლო სიტყვა ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს მიანდო, კინოპროდიუსერს ხვიჩას შენარჩუნების საკითხი ეჭვქვეშ არასდროს დაუყენებია.

საბოლოოდ, "ნაპოლი" და "კვარას" აგენტი შეთანხმდნენ, რომ ფეხბურთელი "პარტენოპეიში" მინიმუმ ერთ სეზონს კიდევ გაატარებს და მისი ამჟამინდელი კონტრაქტი გაუმჯობესდება", - წერს იტალიური გამოცემა.

altკიეზა შეიძლება კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს

alt"რატომ ამჯობინა პსჟ-მა ქართველი გენიოსი ოსიმენს?" - იტალიელი ჟურნალისტები სიტუაციას განმარტავენ

მკითხველის კომენტარები / 20 /
უგნურებაა, ამ თითო თითო წელიწადში გავა კარიერა და ხვიჩა წესიერ გუნდს ვერ ეღირსება. რა გეჩქარებათ ვერ გავიგე, ხვიჩა ევროპს პირველობის შემდეგ სულ სხვა წონით უნდა წარსდგეს ზაფხულის ტრანსფერზე და პსჟ-ზე დიდ გუნდში უნდა გადავიდეს. ეს ხომ ერთი წლის დაკარგვაა. ვერ გავიგე რას ელოდებით, რა, ერთ წელიწადში იტალიის პირველობაზე მოთამაშე ნაპოლი, სუპერ გუნდი გახდება?
ჟორა გაბრიჭიძე
08 ივნისი 2024 17:12
2
კიდე 1 წელი უაზროთ დაკარგული. მომდევნო თაობებმა უნდა ისწავლონ ჭკუა რო ამის ბედი არ გაიზიარონ. პირველ რიგში აგენტისთვის ფული არ უნდა დაგენანოს და ძველ ბიჭი მშიშარა ტრიპაჩი გვერძე არ უნდა დაიყენო.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
08 ივნისი 2024 15:58
14
კიდევ ვიმეორებ ხვიჩას დინამოში ძირითადში არ ათამაშებდნენ გაიხსენეთ არც ზურიკოს მამარდა ისე გახდა ლალიგის საუკეთესო მეკარე დინამოში თამაში არცკი მოწევია და ასეთ სიტუაციაში აგენტებმა დიდი სამუშაო გაწიენ და შედეგი სახეზეა თქვენკი მტკიცებულებით ფორმაში გაიძახით რომ ვიღაცა თურმე ფულს ღებულობს როგორც ფეხბურთელიდან ისე პრეზიტენდიტან საინტერესო ისაა რომ ამ მოსაზრებას ბევრი მოწონება აქვს.
გიორგი
08 ივნისი 2024 21:38
0
აბა რას ელოდებოდით მათხუარ ჯუღელისგან, ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევს.
რომა
08 ივნისი 2024 15:43
12
5 წლიან მიზერულ ხელფასზე კონტრაქტს რო აფორმებს ესეთი ფეხბურთელი მისი აგენტი არის ნოლი!!!
გიორგი IV
08 ივნისი 2024 23:09
2
რა მაინტერესებს თუ ვინმემ ყურმოკვრით მაინც იცით.
ნუთუ კვარას კონტრაქტში ხელშეკრულების დარღვევის გამო ჯარიმა იმ ას მილიონზე მეტია პსჟ რომ იხდის?
თუ არ გაუზრდიან ხელფასს, ან სანაცვლოდ კაბალური ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას მოსთხოვენ მიუგდოდ საჯარიმო თანხა მაგ მზეს და წავიდეს იქ სადაც მონად არ ჩათვლიან
Bs
08 ივნისი 2024 18:30
0
ეს თუ სიმართლეა, ჯუღელი დე ლაურენტისთან ფარულ გარიგებაშია ალბათ და კვარასგან მალულად თანხას იღებს ნაპოლის პრეზიდენტისგან!
Რაგბის ფანი
08 ივნისი 2024 17:33
3
ხვიჩა! ძალიან რბილად რომ ვთქვათ, ჯუღაევი არ არის წესიერი აგენტი.
რეალობა
08 ივნისი 2024 15:12
10
"ცნობილი იტალიური გამოცემა დეტალებზე წერს"-ო და ატყდა კლავიატურის ლომთა კაკანი ))

დაელოდეთ, ეს დასაწყისიც არაა და ვერ დაითვლით, რამდენ ესეთ "ზუსტ" ამბავს გამოაცხობს იტალიის პრესა შემოდგომამდე, საბოლოო სურათი კი სულ სხვა იქნება
თეორეტიკოსი
08 ივნისი 2024 22:35
0
ასეთი მშვენიერი შანსი როგორ არ უნდა გამოიყენო? ენდომება მომავალ წელს პსჟ-ს ხვიჩა? ან როგორ ფორმაში იქნება? ღმერთმა ქნას კარგ ფორმაში იყოს. თან ევროპაზეც ვერ ითამაშებენ 1 წელი, აშკარად რეგრესისკენ იქნება მიმართული ....
ნიკო
08 ივნისი 2024 17:42
1
ხვიჩინიომ თუ მომავალ სეზონში კვლავ გაიბრწყინა (ხვიჩა ყოველთვის ბრწყინავს, რასაც მის უგერგილო თანაგუნდელებზე ვერ იტყვი…), მას რეალი მამდვილად წაიყვანს, რომელიც მისი ოცნების კლუბია! რატომაც არა? თუ კონტემ ბრძოლისუნარიანი გუნდი შეკრა, კვარასთვის კარგიცაა, აი პსჟ კი ამ ეტაპზე კარგი კლუბია, მაგრამ იქიდან თავის დაღწევა გაცილებით გაურთულდებოდა ნასერ ელ ხელაიფის გამო და კიდევ, უმადურები არიან პარიზელები…
ლაშა
08 ივნისი 2024 18:21
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული