გაორმაგებული ხელფასი და გამოსასყიდი თანხა - სატრანსფერო ექსპერტი "კვარასა" და "ნაპოლიზე" წერს

AutoSharing Option
"ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია "პარტენოპეისთან" ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიელი სატრანსფერო ექსპერტი ჩირო ვენერატო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ახალი კონტრაქტის მიხედვით, ხვიჩას ხელფასი 5 მილიონი ევრო და დამატებით ბონუსები იქნება. გარდა ამისა, ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხაც იქნება მითითებული.

"ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლისთან" კონტრაქტს აუცილებლად გაახანგრძლივებს. მისი ხელფასი 5 მილიონი ევრო და პლუს, ბონუსები იქნება. ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხაც ჩაიწერება. "პარტენოპეის" ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე ევროპის ჩემპიონატზე გერმანიაში ხვიჩას შეხვდება", - განაცხადა ვენერატომ Rai-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, "კვარას" ნეაპოლურ კლუბთან მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში
ეწურება.

altახლა ოსიმენი, გაისად კვარაცხელია - დე ლაურენტისი პარიზში მოსალაპარაკებლად მიდის

 

altკონტე გერმანიაში მიფრინავს - ვიზიტი კვარაცხელიასთან და დასწრება საქართველოს ნაკრების მატჩზე?

მკითხველის კომენტარები / 17 /
გამოსასყიდი თანხა თუ იდება დაგეწერათ ბარემ მოცულობა, თუ ინტრიგას უნარჩუნებთ საკითხს? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა თანხა ჩაიწერება ხელშეკურულებაში, თუ 150 მილიონის ჩადებას უპირებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ნაპოლიში მოუწევს კარიერის ბოლომდე ყოფნა, ამიტომ ასეთი მშრალი ინფორმაციის დაწერას, აჯობებს საერთოდ არაფერი ითქვას.
soc.press
10 ივნისი 2024 14:13
3
ზღაპარი დაწერეს და ზღაპარს ზღაპარი აღარ დაამატეს.
გიგო
10 ივნისი 2024 18:38
1
5 მილიონი,ძალიან ცოტაა ხელფასად და გააჩნია ბონუსად რამდენი მოიაზრება.ოსიმენს 10 მილიონი აქვს და უკვე ორი სეზონია,ხვიჩა მასზე უფრო მეტი თუ არა,მასზე ნაკლები მნიშვნელობისა არ არის.ნაპოლის შემადგენლობაში,10 თამაშში დაასახელეს საუკეთესო ფეხბურთელად,ორჯერ კი,თვის საუკეთესოდ.ასე რომ მასზე ორჯერ ნაკლებზე რომ დათანხმდეს,ერთი წლის შემდეგ,ძალიან დაბალი გამოსასყიდი უნდა ჩაუწერონ,რომ ხვიჩას სურვილის შემთხვევაში,მისთვის სასურველ გუნდს,გამოსყიდვა და ხვიჩასთვის კარგი ხელფასის გადახდა არ გაუჭირდეს.არ მინდა მანდ დარჩეს,მაგრამ დაბმული ჰყავთ,ბიჭი დე ლაურენტისს და ჯუღელს.ნაპოლი ევროტურნირებზე ვერ გავიდა და მე თუ მკითხავთ,ერთგულების ბონუსიც ერგება,გუნდიდან არ წასვლის გამო.რა თქმა უნდა თუ არ წავიდა!
სოსო
10 ივნისი 2024 13:58
5
სოსო-ს! მაინც ვერ გაიგე რას ვამბობ. ადრე მახსოვს რომელიღაც კომენტარში წერდი კახეთში ვენახები მაქვს და მუშას 5 ლარს ვთავაზობ რაღაცაზეო (გასვლაზე მგონი) და არავინ მოდისო სამუშაოდო ( შეიძლება თანხა მეშლება) . კითხვა: რატომ 50-ს ან მეტს არ სთავაზობ? აქაც მაინცადამაინც მუშის პოზიციიდან რომ უყურებ, შენც დირექტორის პოზიციიდან შეხედე. ეგეც რომ არ იყოს ხვიჩას არასოდეს გამოუხატავს უკმაყოფილება ხელფასზე. უფრო სხვანაირ შედარებას მოვიყვან კიდევ. დაუშვათ შენ ხარ დირექტორი ან რამე საწარმოს ხელმძღვანელი მე მოგიყვანე მუშა და შევთანხმდით მის ხელფასზე ( ორივეს გვაწყობს) გივიმ მოგიყვანა ასევე მეორე მუშა და დაგარწმუნა რომ იმაში რომ ამ კაცს ამდენი გადაუხადეო და შენც დათანხმდი. მერე მუშაობის პერიოდში ჩემმა მუშამ თავი გამოიჩინა ( კარგად იმუშავა, ამ დროს მე არც კი მოვდივარ შენთან ხელფასის გაზრდის თხოვნით, შენ ხელფასს გაუზრდი????? თუ მეტყვი კიო, არ დავიჯერებ. ეგ არის და ეგ. აურელიომ იცის თავის საქმე. ის მომავალ წელს ააშენებს გუნდს. შარშანდელი წარმატება რატომღაც ყველას გავიწყდებათ. მარტო იმას გაიძახით ხვიჩამ გახადა გუნდი ჩემპიონიო
დავით 67
11 ივნისი 2024 14:13
1
დავით,ოსიმენიც და კვარაც,ორივე ფეხბურთელია.ჩათვალე,რომ მუშაა და ტოლ სამუშაოში,ერთს,მეორეზე ორჯერ მეტს უხდიან.ერთი რომ ხელოსანი იყოს და მეორე ხელის მუშა,კიდევ ჰო,მაგრამ ერთნაირი ხარისხით შრომობენ და მის ნახევარს გიხდიან.არც ერთი თავმოყვარე მუშა არ გაჩერდება დიდხანს,ასეთ უფროსთან.შენ ნახე,მე როგორ ვმუშაობ,მოგწონს,მაგრამ გადახდა არ გინდა?კარგად იყავი გენაცვალე,შენ შენთვის,მე კი ჩემთვის.ეს არის ბუნებრივი საქციელი.თქვენი ლოგიკა კი,კაკო ყაჩაღში რომ არის:-"მერე მე ძროხა ვის ჩავაბარო,სადღა ვიშოვი,კარგ მეძროხესა?!"დე ლაურენტისი კი ჰგავს,იმ ავ ბატონს,"ერთი აჯამი,გულქვა,ბოროტი",მაგრამ მას როგორ დაუჯდა,ისიც გეხსომებათ.თავიც დაიღუპა და კაკო ყაცაღიც აიძულა,ყაჩაღად გავარდნილიყო.გამძაფრებული უსამართლობა,გამძაფრებულ წინააღმდეგობას იწვევს და ბოლოს,ყველა წაგებული რჩება.ამ პოსტშიც და ადრინდელებშიც,ჯუღელის ცუდ როლზე არ ვსაუბრობ მუდამ?გარეგნულ ფაქტორზე და მასზე გამოხმაურებებზე კი,სრულიად გეთანხმებით.არც მე მომწონს მოხატულები,გარეგნულად მოუწესრიგებლები რომ გამოდიან,მაგრამ მათ როგორებიც მოსწონთ საკუთარი თავები,რა უფლება მაქვს ისე გამოსვლა ავუკრძალო?კარგად ითამაშონ,გაიმარჯვონ,გაგვახარონ და ჩემი თავი ენაცვალოთ.თვითონ თუ არ მკითხეს აზრი,არასოდეს არავის დავუწუნებ გარეგნობას,თუ რა თქმა უნდა,ვიღაცამ წესიერების საზღვრებს არ გადააბიჯა.
სოსო
11 ივნისი 2024 11:47
0
ყველა გამოხმაურება
კვარა არ ენდო მაგ აფერისტებს ! შანსი თუ მოგეცემა აუცილებლად მოშორდი მაგათ
zura222
10 ივნისი 2024 13:19
7
სანაია ჩააყენოს საქმის კურსში კვარაცხელიამ,მაინც მასზე ამოსდის მზე და მთვარე
!
10 ივნისი 2024 14:37
53
ამის ფეხბურთი ჩათვალე დამთავრებულია. . . რა ნაპოლი რის ნაპოლი. . რომ ინარჩუნებს რა მიზანი აქვს. . ლიგის მოგება?. . 200 მილიონად გაყიდოს ხომ. . .არავინ ეს ბიჭი არ აქცია ლიდერად და თავად ხომ ისედაც არ იქცა.მე ვგულისხმობ კლუბს თორემ ნაკრებში ცოტა ზემოდან ყურება კი დაიწყო.არადა ნაპოლიში უნდა იყოს ქურდი. . . ვგულისხმობ გასახდელს.ხოდა ბიძიკო ისევ არ მოგცემენ პასებს და ისევ შენით თუ გაიელვებს და ეგ იქნება. .პსჟ იყო დიდი შანსი თან შეუთანხმდი.რა ნაპოლი ხალხო რის ნაპოლი. . .
ნაპოლეონი
10 ივნისი 2024 18:08
46
ხვიჩა ჯუღელს უნდა დაემშვიდობოს.
რეალობა
10 ივნისი 2024 13:57
7
მესმის ობიექტურად არ მოგვწონს ჯუღელი მაგრამ ის არ დაგავიწყდეთ რომელ ქვეყანაში ვცხოვრობთ. რაც არ უნდა ევროპისკენ ვიწევდეთ ჩვენთან მაინც ყოველთვის იქნება "ქართული ჯიგრული პონტი". შესაბამისად ვერ ადგება ხვიჩა და ოჯახის ახლობელს ვერ გაუშვებს. ერთადერთი ვარიანტი თავად ჯუღელმა უნდა თქვას უარი კვარას აგენტობაზე მარა მაგის გამკეთებელი არ მგონია იყოს.
რეალობას
10 ივნისი 2024 16:10
2
მხოლოდ ასეთ აფერისტებს შეიძლება გაეჩარხათ თავის დროზე ნაპოლსა და რუსულ გუნდ შორის კონტრაქტი, რითაც ხვიჩამ ფაქტიურად ისარგებლა და იტალიის ჩემპიოინიც და საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. მაგრამ ლაურას ხელში ჩავარდნა მტრისას.
ირაკლი
10 ივნისი 2024 13:37
2
კომუნისტებისდროინდელი შურბოღმა მახსენდება. იმის შვილს თუ აქვს, ჩემს შვილს რატომ არ უნდა ჰქონდეს. იმის შვილს თუ ლევისი აცვია, ჩემი შვილი რითია ნაკლები და ა.შ ოსიმენს თუ აქვს 10მლნ, რატომ არა აქვს ხვიჩას და ა.შ.ხომ ხედავთ უამრავი ადამიანი ჯერ კიდევ გარეგნულ ფაქტორებს აქცევს ყურადღებას, ზოგს ხვიჩას წვერი არ მოსწონს, ზოგს მისი ვარცხნილობა ზოგსაც კიდევ ბუდუს ენის გამოყოფა. თითქოს ეს იყოს მთავარი და თავდადადებული თამაში მეორეხარისხოვანი
დავით 67
10 ივნისი 2024 23:19
10
შური და ბოღმა არაფერ შუაშია, მით უმეტეს, თქვენი კომუნისტების დროინდელი მსგავსი ემოციები.
თუ ნაპოლიში შესაძლებელია, რომ ფეხბურთელს ჰქონდეს 10 მილიონი ხელფასი, ხვიჩას რატომ უნდა ჰქონდეს ამის მეექვსედი?
არავის არ შურს ოსიმენის. ობიექტურად არასწორია ამხელა სხვაობა ხელფასებს შორის. ხვიჩა ხომ ვიღაც ღრმა თადარიგის ფეხბურთელი არაა ნაპოლიში.
გოგია
11 ივნისი 2024 08:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული