გაორმაგებული ხელფასი და გამოსასყიდი თანხა - სატრანსფერო ექსპერტი "კვარასა" და "ნაპოლიზე" წერს

AutoSharing Option
"ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია "პარტენოპეისთან" ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიელი სატრანსფერო ექსპერტი ჩირო ვენერატო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ახალი კონტრაქტის მიხედვით, ხვიჩას ხელფასი 5 მილიონი ევრო და დამატებით ბონუსები იქნება. გარდა ამისა, ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხაც იქნება მითითებული.

"ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლისთან" კონტრაქტს აუცილებლად გაახანგრძლივებს. მისი ხელფასი 5 მილიონი ევრო და პლუს, ბონუსები იქნება. ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხაც ჩაიწერება. "პარტენოპეის" ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე ევროპის ჩემპიონატზე გერმანიაში ხვიჩას შეხვდება", - განაცხადა ვენერატომ Rai-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, "კვარას" ნეაპოლურ კლუბთან მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში
ეწურება.

altახლა ოსიმენი, გაისად კვარაცხელია - დე ლაურენტისი პარიზში მოსალაპარაკებლად მიდის

 

altკონტე გერმანიაში მიფრინავს - ვიზიტი კვარაცხელიასთან და დასწრება საქართველოს ნაკრების მატჩზე?

მკითხველის კომენტარები / 17 /
გამოსასყიდი თანხა თუ იდება დაგეწერათ ბარემ მოცულობა, თუ ინტრიგას უნარჩუნებთ საკითხს? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა თანხა ჩაიწერება ხელშეკურულებაში, თუ 150 მილიონის ჩადებას უპირებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ნაპოლიში მოუწევს კარიერის ბოლომდე ყოფნა, ამიტომ ასეთი მშრალი ინფორმაციის დაწერას, აჯობებს საერთოდ არაფერი ითქვას.
soc.press
14:13 10-06-2024
3
5 მილიონი,ძალიან ცოტაა ხელფასად და გააჩნია ბონუსად რამდენი მოიაზრება.ოსიმენს 10 მილიონი აქვს და უკვე ორი სეზონია,ხვიჩა მასზე უფრო მეტი თუ არა,მასზე ნაკლები მნიშვნელობისა არ არის.ნაპოლის შემადგენლობაში,10 თამაშში დაასახელეს საუკეთესო ფეხბურთელად,ორჯერ კი,თვის საუკეთესოდ.ასე რომ მასზე ორჯერ ნაკლებზე რომ დათანხმდეს,ერთი წლის შემდეგ,ძალიან დაბალი გამოსასყიდი უნდა ჩაუწერონ,რომ ხვიჩას სურვილის შემთხვევაში,მისთვის სასურველ გუნდს,გამოსყიდვა და ხვიჩასთვის კარგი ხელფასის გადახდა არ გაუჭირდეს.არ მინდა მანდ დარჩეს,მაგრამ დაბმული ჰყავთ,ბიჭი დე ლაურენტისს და ჯუღელს.ნაპოლი ევროტურნირებზე ვერ გავიდა და მე თუ მკითხავთ,ერთგულების ბონუსიც ერგება,გუნდიდან არ წასვლის გამო.რა თქმა უნდა თუ არ წავიდა!
სოსო
13:58 10-06-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული